რა უპირატესობა აქვს უძრავ ქონებაში ინვესტიციას?
#სხვა
არქი ბაკურიანში ახალ მშენებლობას იწყებს. ბაკურიანი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი სამთხო-სათხილამური კურორტია, სწორედ ამიტომ აქ უძრავ ქონებაზე ყოველთვის მუდმივი მოთხოვნაა. ყოველ სეზონზე ხელმისაწვდომობა და ტურისტების დიდი ნაკადი ბაკურიანში მდებარე პროექტებს სარფიან ინვესტიციად გარდაქნის. დაბა კოხტაზე მდებარე პროექტი სწორედ ამ მხრივ მომგებიანი ინვესტიცია იქნება. ბევრი ინვესტიცია კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის.
საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და შედარებით მარტივ საშუალებად უძრავ ქონებაში ინვესტირება ითვლება. ის დანარჩენ საშუალებებთან შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია და შინამეურნეობის მოხმარების მნიშვნელოვან ნაწილსაც ქმნის. უძრავი ქონების მოქნილობა თავის თავს საინვესტიციო პროდუქტიდან სამომხმარებლო პროდუქტად გადააქცევს და პირიქით. ეს კი მისი დიდი უპირატესობაა. ამასთან ერთად უძრავ ქონებაში ინვესტირებას სხვა უპირატესობებიც აქვს.
უძრავ ქონებაში ინვესტიციის დაბანდება არაჩვეულებრივი საშუალებაა მიიღოთ პასიური შემოსავალი. თქვენ სახლის გაქირავებით ყოველთვიურად იღებთ შემოსავალს, რაც ფინანსური თავისუფლების მოპოვებისკენ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სტაბილური გზაა. ფინანსური თავისუფლება კი, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანის ოცნებაა.
საკმაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება ინფლაციისგან დაცვას წარმოადგენს. თუ ქვეყანაში ფასები იზრდება, იზრდება უძრავი ქონებისა და მისი გაქირავებიდან შემომავალი ფასიც. შესაბამისად, ბინის მფლობელი დაცულია ინფლაციის როგორც მოულოდნელი, ასევე გრძელვადიანი ეფექტებისგან.
უძრავ ქონებაში ინვესტირების ერთ-ერთი ბენეფიტი მისი ღირებულება და დროთა განმავლობაში ამ ღირებულების ზრდაა. ნებისმიერი სექტორის ბაზარს ეკონომიკური ვარდნები ახასიათებს. უძრავი ქონების სექტორშიც არის ისეთი პერიოდები, როდესაც საბაზრო ღირებულება იკლებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ბინების გაქირავების ფასი ნელ-ნელა მაღლა იწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ, დავუშვათ, 20 წლის შემდეგ თქვენი ბინა უფრო მაღალი ღირებულების იქნება, ვიდრე ახლაა.
უძრავ ქონებაში ინვესტირება უამრავ საშუალებას გაძლევთ წარმატებული ანტერპრენერი გახდეთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უძრავი ქონება, შემდეგში ის გააქირავოთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სხვა უძრავი ქონება შეიძინოთ და ისიც გააქირავოთ. ამ პრინციპით მდიდრული წარმატებისკენ მიმავალი გზა დიდ სირთულეებს არ წარმოადგენს და ეს საქმეც თქვენი პროფესიული საქმიანობა შეიძლება გახდეს.
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, არქი კოხტა ბაკურიანში თავისი ადგილმდებარეობის გამო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. წარმატებული ინვესტიციისთვის ხომ ეს ფაქტორი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამასთან ერთად, არქი მომხმარებელს მინიმალური ფართის ბინებს სთავაზობს. ამის მიზეზი არის ის, რომ 1-ოთახიან ბინებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა - ისინი უკეთესად იყიდება და ქირავდება. არქი კოხტას გარემონტებული ბინები ყველანაირი ტექნიკით არის აღჭურვილი. ეს კი მომავალ მყიდველს უძრავი ქონების გაქირავებას გაუმარტივებს.