რჩევები სახლში კატაზე მორგებული ინტერიერის შესაქმნელად
#ინტერიერი
კატა ის შინაური ცხოველია, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია სიმყუდროვე. სახლის მოწყობისას სასურველია, რომ ინტერიერში შინაური ცხოველის საჭიროებები და სურვილები გავითვალისწინოთ. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა შინაურ ცხოველს თავისებური საჭიროებები აქვს, გამონაკლისი არც კატაა. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ ეს აქტიური და მოძრავი არსება სახლში აურზაურს შემოიტანს, მაგრამ ასე არაა, კატას სახლში სიმყუდროვე და სიმშვიდე შემოაქვს. ამ შინაურ ცხოველს განსაკუთრებით უყვარს ზამთარში თბილი ადგილები, ამიტომ ამ სეზონზე მისთვის კუთხე გამათბობელთან ახლოს მოაწყვეთ. თუ სახლში კატის მოყვანას გეგმავთ, სიმყუდროვის მოყვარულ ცხოველს ახალ სივრცეში ადაპტაცია რომ არ გაუჭირდეს ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ, ინტერიერში მასზე მორგებული კუთხეები მოაწყოთ.
სანამ თქვენი კატა ახალ გარემოსთან ადაპტირდება აუცილებელია, შესამაბისი გარემო შეუქმნათ. საქმეს გაიადვილებთ, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქრებთ და ისე მოაწყობთ ინტერიერს, რომ სამომავლოდაც გამოგადგეთ. ამ შედეგის მისაღწევად გაითვალისწინეთ რჩევები:
იმის მიუხედავად, რომ კატა სოციალური ცხოველია და უყვარს ყურადღება, მაინც სჭირდება კუთხე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და დაიმალება. კატებს ძალიან უყვართ სივრცე თქვენი სახლის ფართი პატარაა, ეს შეიძლება მისთვის დისკომფორტული იყოს. შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ ბალიში, რათა თქვენმა კატამ გარეთ იყუროს და სივრცე აღიქვას. სივრცის სიყვარულთან ერთად, კატები ცნობისმოყვარეებიც არიან და მათთვის მშვენიერი გასართობია გარეთ ყურება. ფანჯრის რაფა ის ადგილია, რომელსაც ცხოველი სტუმრიანობის დროსაც შეაფარებს თავს.
ახალი საცხოვრებელ ადგილთან შეგუებაში კატას ყველაზე მეტად სათამაშოები ეხმარება. მოათავსეთ რბილი ხალიჩა ოთახის რომელიმე კუთხეში და დააწყვეთ კატის სათამაშოები. თქვენი კატა მარტივად შეეგუება იმ ფაქტს, რომ ეს მისი სათამაშო კუთხეა და ამასთან ერთად, როცა ერთ კუთხეში იქნება სათამაშოები თავმოყრილი სახლის დალაგება გაცილებით გაგიმარტივდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ კატას უყვარს ნადირობა, შესაბამისად, მისთვის იდეალური სათამაშო იქნება ჩამოსაკიდებელი აქსესუარები, რომლებსაც უნდა მიწვდეს. სათამაშოდ და დასამალად შეგიძლიათ მოათავსოთ დიდი მცენარეც. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მცენარე ზოომაღაზიაში შეარჩიოთ, რადგან კატისთვის მავნებელი არ აღმოჩნდეს.
ჩვენი შინაური ცხოველი ყველას ძალიან გვიყვარს და გვინდა, ხშირად მოვეფეროთ. მაგრამ ზოგჯერ თავის შეკავება უნდა შევძლოთ, კატას პირადი სივრცე მივცეთ და დისტანცია დავიცვათ. თუმცა, საჭიროა ბალანსის დაცვა, ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ მთლად უყურადღებოდ დავტოვოთ საკუთარ კუთხეში. ხანდახან აუცილებელია, მივიდეთ და მოვეფეროთ. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კატას თავისუფლება უყვარს და თუ იგი სახლში მოგვყავს არ უნდა შევუზღუდოთ მოძრაობა. მაგალითად, ძაღლის შემთხვევაში სხვანაირადაა, იგი ნაკლებს მოძრაობს და ერთი კუთხე აქვს ამორჩეული, დისციპლინას მეტად ემორჩილება. აი, კატას კი უნდა შეეძლოს სურვილისამებრ გადაადგილდეს მთელ სახლში.
არქი ქარდით კი პარტნიორ კომპანიებში თქვენი სახლის მოსაწყობად ყველაფერს ფასდაკლებით შეიძენთ. ასევე, ფასდაკლებით ისარგებლებთ შინაური ცხოველების საკვებსა და მოვლის საშუალებებზე. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა.