ცვლილებები, რომლებიც ინდივიდუალური ინტერიერის შექმნაში გვეხმარება
#ინტერიერი
სახლის მოწყობისას ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული გარემოს შექმნა. დღის ბოლოს, როდესაც სახლში შედიხარ, უნდა გქონდეს განცდა, რომ საკუთარ სახლში შეხვედი. სწორედ ამიტომ, ინტერიერი უნდა გამოხატავდეს ინდივიდუალურობას და ხასიათს. ამის მიღწევა რამდენიმე მარტივი ცვლილებით შეგიძლია, რომლის შესახებ ჩვენს ბლოგში მოგიყვებით.
გამოიყენე ხელოვნება
ხელოვნება, განსაკუთრებით კი მხატვრობა საუკეთესო გზაა საკუთარი პიროვნების გამოსახატად. თუ მხატვრობა გიყვარს და საყვარელი ნახატებიც მოგეპოვება, შეგიძლია მისაღებ ოთახში მინი გალერეა შექმნა. ამით შენთვის კომფორტულ სივრცესაც შექმნი და სხვებსაც გაუზიარებ საკუთარ სტილს.
აქციე საკუთარი ინტერესები დეკორაციად
მაგალითად, თუ ცხოველები განსაკუთრებულად გიყვარს ოთხფეხა მეგობრების ფოტოები გამოიყენე ინტერიერში. კულინარიის სიყვარულის ინტერიერში გადატანის ერთ-ერთი გზა სუნელების ლამაზი ჭურჭლით განთავსებაა. ზოგადად, ნებისმიერი ინტერესისა და საყვარელი საქმის დეკორაციად გადაქცევა შეგიძლია.
გააფერადე კედლები
კედლის შეღებვა შესანიშნავი გზაა სივრცის პერსონალიზაციისთვის. ამასთან ერთად, საღებავის გამოყენება ოთახის გარდაქმნის ეკონომიური გზაა. ნუ შეგეშინდება გარისკვის, თამამად გამოიყენე საყვარელი ფერის საღებავები და შექმენი ინდივიდუალური გარემო.
დარწმუნდი არჩევანში
შეიძლება აღფრთოვანებული იყო ტრენდებით და მოგწონდეს, რასაც ინტერნეტში ნახულობ, მაგრამ რეალურად არჩევანი უნდა გააკეთო საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით. დააკვირდი ტრენდებს, თუმცა არ დაგავიწყდეს დაფიქრდე, კონკრეტულად რა მოგწონს, რა გამოხატავს შენს პიროვნებას და ისე გააკეთე არჩევანი.
ინდივიდუალური, შენზე მორგებული ინტერიერის მოსაწყობად რაც დაგჭირდება არქი ქარდით პარტნიორ კომპანიებში ყველაფერს ფასდაკლებით შეიძენ.
არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემა.