როგორი იატაკი უნდა შეარჩიოთ მაშინ, როდესაც შინაური ცხოველები გყავთ?
#ინტერიერი
შინაური ცხოველები ჩვენი ოჯახის წევრები არიან. ისინი ჩვენს სახლში უფრო კომფორტულ და ხალისიან გარემოს ქმნიან. რემონტის დაგეგმვის პროცესში როგორც ოჯახის სხვა წევრების, ასევე მათი ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია. ეს, პირველ რიგში, თქვენ შეგიქმნით კომფორტს და შინაურ ცხოველებთან ერთად ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და მარტივს გაგიხდით. რემონტის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება იატაკის შერჩევაზე გადაიტანეთ. ძაღლებისა თუ კატების ბრჭყალებს იატაკზე ნაფხაჭნების დატოვება შეუძლიათ, არის შემთხვევები, როდესაც საფარი ილაქება, ისვრება და მასზე სუნი რჩება. იატაკი, რომელიც შინაურ ცხოველებზეა მორგებული, უნდა გამოირჩეოდეს წყლის მიმართ მდგრადობით, ჰქონდეს მყარი საფარი და იყოს მარტივად მოსავლელი. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით 5 იატაკის სახეობა შევარჩიეთ, რომლებიც თქვენსა და თქვენი ცხოველების ცხოვრებას კომფორტულს და მარტივს გახდის.
ესთეტიკურად ლამაზი, ხის იატაკთან მიმსგავსებული და ანტიბაქტერიული - ეს თვისებები კორპის მასალისგან დამზადებულ იატაკს ეკუთვნის. იატაკის ანტიბაქტერიულობა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ლეკვი ან მოხუცი ძაღლი გყავთ. მსგავსი იატაკი ბაქტერიების, ობისა და მავნებელი ნივთიერებების მიმართ მდგრადია. კორპის კიდევ ერთი უპირატესობა ხმის იზოლაციაა. თუ ხმაურიანი ძაღლი გყავთ, კორპი საუკეთესო არჩევანი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ თუ არქიში ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ, არქის უძრავი ქონება გერმანული ხარისხის სამშენებლო მასალით, იტონგით, შენდება. იტონგისგან დამზადებული მყარი კედელი კი ხმას არაჩვეულებრივად შთანთქამს. შესაბამისად, არქიში ცხოვრება თქვენთვისა და თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
ეკომეგობრული ბამბუკის იატაკი ხის იატაკთან შედარებითაც კი მტკიცეა. ის უძლებს ნებისმიერი სახის დაზიანებას და მარტივად მოსავლელია. ხარისხთან ერთად ბამბუკის იატაკი ვიზუალურადაც გამორჩეულია და ბინის ინტერიერში საინტერესო დიზაინს ქმნის.
ხარისხიანი ვინილის იატაკი ყველა იმ გამოწვევას პასუხობს, რაც შინაური ცხოველის ყოლას თან ახლავს. ის მდგრადია წყლისა და ნაფხაჭნების მიმართ. დაბალბიუჯეტიანი, მარტივად დასამონტაჟებელი და მარტივად წმენდადი - ვინილს მართლაც რომ უამრავი უპირატესობა აქვს.
ფილები საუკეთესოა მაშინ, როდესაც ნებისმიერი ასაკის შინაური ცხოველები გყავთ. წყალგამძლე, ნაკაწრების მიმართ მდგრადი და მარტივად მოსავლელი ფილები ფასითაც ხელმისაწვდომია. ფილა ენერგოეფექტური მასალა არ არის, რაც მისი უარყოფითი თვისება გახლავთ. ის ცივია და ზამთარში ყველანაირ სითბოს „იწოვს“. თქვენს ძაღლს, კომფორტისა და სითბოს შესაქმნელად, ხალიჩა ან სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ლოგინი დაუგეთ. ასევე შეგიძლიათ იატაკქვეშა გათბობის სისტემა დაამონტაჟოთ, რაც მთელ სახლში სითბოს გავრცელებას ხელს შეუწყობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებთან ხის იატაკის დაგება მთლად რეკომენდებული არ არის, თუ ამ ტიპის იატაკი ძალიან მოგწონთ და გსურთ თქვენი ინტერიერი დაამშვენოთ, შეგიძლიათ დამუშავებული ხე, მაგალითად, თეთრი მუხა, გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი შედარებით გამძლეა და სხადასხვა სახის დაზიანებას უძლებს.
არსებობს იატაკის სხვა საფარები, რომლებიც უმჯობესია შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში სახლში არ დააგოთ. მაგალითად, მოერიდეთ ხალიჩას ან ლამინატს.
საბოლოოდ, არჩევანი თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრის სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტოთ. შეარჩიეთ იატაკის ის ტიპი, რომელიც ზუსტად თქვენს ფინანსებს შეესაბამება, სტილს ასახავს და შინაური ცხოველებისთვისაც უსაფრთხოა.