გრანდიოზული კონცერტი სპეციალურად არქელებისთვის
#სხვა
არქიში ახალი წელი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ჯადოსნურია, წელს კი არქელებისთვის გაკეთებულმა საახალწლო საჩუქარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ბლოგში სწორედ ამ განსაკუთრებული საჩუქრის შესახებ მოგიყვებით.
15 იანვარს სპორტის სასახლეში არქიმ The Manolo Voice of The Gypsies კონცერტი „ჯიფსი არქელებისთვის“ გამართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. 7000-მდე არქელმა ერთად აღნიშნა ძველით ახალი წელი და დაუვიწყარი დრო გაატარა. არქის დიდი ოჯახის წევრები ჯიფსის ჰანგებზე ერთად ცეკვავდნენ და ნაცნობ სიმღერებს მღეროდნენ. კონცერტის მსვლელობისას და ინტერვიუების დროსაც ემოციებს ვერ მალავდნენ The Manolo Voice of The Gypsies წევრებიც, რადგან კონცერტზე საოცარი მუხტი, სასიამოვნო, ოჯახური და მეგობრული ატმოსფერო იყო.
„ამ გრანდიოზული კონცერტის მიზანი არქელებისთვის საახალწლო განწყობის შექმნის გარდა, მათთვის ქველმოქმედების შესაძლებლობის მიცემა იყო. კონცერტის ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა ბერი ანდრიას ფონდში. არქელებს ძალიან უხაროდათ, როცა იგებდნენ, რომ კონცერტზე დასწრებით ქველმოქმედებას ეწეოდნენ.“ _ აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქელები ინტერვიუებში აღნიშნავდნენ, რომ ეს კონცერტი მათთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. ეს არქის მიერ მოწყობილი პირველი ღონისძიება არ ყოფილა. სპეციალურად არქელებისთვის ჩატარებული ღონისძიებებიდან მასშტაბურობით გამოირჩეოდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული სუხიშვილების კოცნერტი. ასევე, ივნისში მცხეთაში დათო გომართელისა და შვიდკაცას კონცერტი გაიმართა, ხოლო სექტემბერში კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ღონისძიებაზე არქელებისთვის ლელა წურწუმიამ და ბენდმა იმღერეს. არქი თავის დიდი ოჯახის წევრებს შეჰპირდა, რომ კვლავაც გააგრძელებს მათზე ზრუნვას და სასიამოვნო განწყობის შექმნას.