არქის ღონისძიებები სპეციალურად არქელებისთვის
#სხვა
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქის სლოგანი ასე ჟღერს „არქი ერთი დიდი ოჯახი“, რაც ნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრიორიტერი თავის მაცხოვრებლებზე ზრუნვაა. კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულმა არქელმა თავი დიდი ოჯახის წევრად იგრძნოს. ამ ზრუნვის ფარგლებში არქიმ ტრადიციად აქცია სპეციალურად არქელებისთვის გამორჩეული ღონისძიებების გამართვა, რომელთა მიზანიც არქელების ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოება და მათთვის პოზიტიური მოგონებების შექმნაა. ბლოგში სწორედ ამ ღონისძიებების შესახებ გიამბობთ.
არქი ყოველთვის და ყველგან აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, რომლებიც უკვე 35 000-ზე მეტნი არიან. სპეციალურად არქელებისთვის უკვე არაერთი ღონისძიება გაიმართა. რიგით მეექვსე, ამ დროისთვის ბოლო ღონისძიება 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი იყო. დაუვიწყარი ჰანგები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ააჟღერა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.
ღონისძიებას სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 2500-მდე არქელი დაესწრო. არქელებმა ერთად მოუსმინეს მათთვის საყვარელ, ნოსტალგიურ ჰანგებს. კონცერტის წარმატებაზე მეტყველებდა ისიც, რომ დასასრულს ოვაციები არ წყდებოდა. არქელებმა კონცერტი სადღესასწაულო განწყობით დატოვეს და ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
რიგით მეხუთე ღონისძიება 5 ნოემბერს, წისქვილი ჯგუფის მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ სპეციალურად არქელებისთვის გამართული ლეგენდარული მუსიკალური ვოდევილი „ჩიკაგო“ იყო. სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 300-ზე მეტი არქელი მიუზიკლს ვახშმის თანხლებით დაესწრო და შოუ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატოვა.
არქიში ახალი წელი ყოველთვის განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ჯადოსნურია. სწორედ საახალწლო საჩუქრად 2023 წლის 15 იანვარს არქიმ არქელები სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტზე დაპატიჟა. კონცერტზე „ჯიფსი არქელებისთვის“ 7 000-მდე არქელმა ძველით ახალი წელი ერთად აღნიშნა და დრო სასიამოვნოდ გაატარა. ღონისძიებაზე ძალიან დადებითი მუხტი, ოჯახური და მეგობრული ატმოსფერო იყო. სპორტის სასახლე არქლებმა მხიარულად, საოცარი განწყობით დატოვეს.
სპეციალურად არქელებისთვის გამართული ღონისძიებებიდან რიგით მესამე კლუბ „ანდერვილში“ ლელა წურწუმიას და ბენდ ნონ სტოპის კონცერტი იყო, რომელიც არქელების მეგობარ დუტა სხირტლაძეს მიჰყავდა. ღონისძიება 2022 წელს გაიმართა. არქის დიდი ოჯახის 1 500-მდე წევრს ბარბექიუთი და ფურშეტით უმასპინძლდებოდნენ, არქელებს სხვადასხვა გასართობი აქტივობა დახვდათ, ხოლო დასასრულს ფეიერვერკის ფონზე სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს.
მცხეთაში 2022 წლის ზაფხულში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ არქი მომხმარებლებთან ურთიერთობას ბინის შეძენის შემდეგ არ წყვეტს. საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად დათო გომართელი და შვიდკაცა აფორმებდნენ, ხოლო წამყვანი ყველაზე მხიარული დუტა სხირტლაძე იყო. 700-მდე არქელისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო.
არქის მიერ არქელებისთვის პირველი ღონისძიება 2019 წლის 15 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყო. სუხიშვილების კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მას სხვადასხვა პროექტში მცხოვრები 2500-მდე არქელი დაესწრო. ამ პირველი ღონისძიებით ჩაეყარა საფუძველი არქის ტრადიციას, რომლის მთავარი მიზანიც არქელების ერთმენეთთან დაახლოება და მათთვის დადებითი მომენტების შექმნაა.
ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი:
არქიში აცხადებენ, რომ ეს ღონისძებები ჯერ მხოლოდ დასაწყისია და არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვის ფარგლებში არქელებს წინ კიდევ უამრავი სიურპრიზი, გასაოცარი მომენტები და დაუვიწყარი ღონისძიებები ელოდებათ.