9 ყველაზე გამორჩეული დიზაინის სარკე
#ინტერიერი
სარკე ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი ნივთია. ინტერიერში იყენებენ, როგორც დეკორის გასალამაზებლად, ასევე ფუნქციურად, სივრცის გასადაიდებლად. ამ ბლოგში გაეცნობი სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილ ძვირადღირებულ და გამორჩეულ სარკეებს.
კრისტოფერ გაის დიზაინი
კრისტოფერ გაი ავეჯის ინგლისელი დიზაინერი იყო, რომელმაც თავისი სახელობის, ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი შექმნა.
1. ამ სარკეს „ჯენსენი” ჰქვია. მინა ხელითაა მოჭრიოლი და გეომეტრიულადაა დამონტაჟებული მყარ ხეზე. მისი ღირებულება 2 810 ფუნტია.
2. სარკე სახელად „პლისაჟი“ ეს არის სარკის ამოზნექილი მინა, რომლის გარშემო ოქროთი და ვერცხლითაა მოჩუქურთმებული ფოთოლი. მისი ფასი 2 362 ფუნტია.
3. „კამილა“ არის სარკე, რომელიც კრისტოფერ გაიმ ინგლიის კონსორტ კამილა პარკერის და პრინცი ჩარლზის ქორწილისთვის შექმნა. მისი მოოქროვილი და მოვერცხლილი ვარიანტებიც არსებობს. ღირებულება კი 2 405 ფუნტს შეადგენს.
4. ამ ოვალურ სარკეს „პეტალი“ ჰქვია. მისი ფასი 1 637 ფუნტია. ჩარჩოდ ჰოლანდიური ოქროთი მოჩუქურთმებული სხვადასხვა ზომის ფოთლები აქვს.
ჯონ-რიჩარდი გლობალური ბრენდია, რომელიც გამორჩეულ ავეჯს, უნიკალურ სარკეებსა და დეკორაციისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარს აწარმოებს. ჯონ-რიჩარდის გუნდი ნივთებს ისტორიით და კულტურით შთაგონებული ქმნის.
5. ჯონ-რიჩარდის გუნდის წევრის, მარკ მაგდაუელის მიერ შექმნილი სარკე „კვადრატი“ ოთხი ინდივიდუალური სარკისგან შედგება და თითოეული მათგანი ჩასმულია ოქროსგან დამზადებულ ორიგინალურ ჩარჩოებში. ამ სარკის ღირებულება 2 425 ფუნტია.
6. ჯუდი ვილსონის მიერ შექმნილი „ორლანდო“ ოქროს ჩარჩოში მოთავსებული დახრილი სარკეა და მისი ფასი 2 130 ფუნტია.
7. სარკე „მიგრაციაც“ ჯუდი ვილსონის შექმნილია. ოქროს ცხრა ჩარჩოში ჩასმულ სარკეებში ჩიტების გადაფრენაა გამოსახული და 5 185 ფუნტი ღირს.
8. ბერნჰარდი 130 წლიანი ისტორიის მქონე გლობალური ბრენდია. ამ ბრენდის მიერაა შექმნილი „მოზაიკის რვაკუთხა სარკე“, რომლის ფასი 2 231 ფუნტია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარკეა.
9. და ბოლოს, ავეჯის სახლის ბოკა დო ლობოს მიერ შექმნილი ძვირადღირებული „ვენისის სარკე“, რომელიც უძველესი ტექნიკითაა დამზადებული, ძალიან განსხვავებული ფორმა აქვს და 16 311 ფუნტი ღირს.