გაიცანით სალომე - არქის სოციალური მედიის მენეჯერი
#ინტერვიუ
ჩემი საქმიანობა არქიში
მე ვარ სალომე ჯებისაშვილი, არქის სოციალური მედიის მენეჯერი. არქიში თითქმის ორი წელია რაც ვმუშაობ. ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი მოიცავს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და კონტენტის შექმნას. სოციალური მედიის მენეჯერი წარმოადგენს კომპანიის ხმას. როდესაც მომხმარებელს პასუხს ვცემ, წარმოვიდგენ ვინ არის არქი, როგორი პიროვნება იქნებოდა არქი რომ ადამიანი ყოფილიყო. მომხმარებელთან ჩემი კომუნიკაციის სტილი, დიდ როლს თამაშობს არქის, როგორც ზრუნვაზე ორიენტირებულ ბრენდზე. პრიორიტეტად ყოველთვის ოპერატიულობას ვისახავ, ამავდროულად ვცდილობ მაქსიმალურად მეგობრული ვიყო და თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად მივუდგე.
პირველი დღე არქიში
ჩემი არქიში მოსვლა ძალიან უეცრად მოხდა. იმ პერიოდში სამსახურს ვეძებდი, ერთ დღეს არქის ფილარმონიის ოფისი დავინახე და მივხვდი, რომ მინდოდა არქის გუნდის წევრი ვყოფილიყავი, გავაგზავნე CV და გასაუბრების დღესვე ამიყვანეს. თავიდან ძალიან პოზიტიური განწყობით მოვედი და ასეთივე ენერგია დამხვდა არქიში. თავიდან ქოლ ცენტრში დავიწყე და ნახევარი წლის შემდეგ დავწინაურდი. როდესაც მოტივირებული და კეთილგანწყობილი ხარ, არქი განვითარების რეალურ პერსპექტივას გაძლევს.
რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს საქმიანობაში
ის, რომ ადამიანებს კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემით ვეხმარები. როდესაც არქელი ან დაინტერესებული პირი, მომმართავს შეკითხვით ან ითხოვს დახმარებას, მასთან კომუნიკაციას არ ვწყვეტ სანამ მის კითხვას არ გაეცემა ამომწურავი პასუხი და მის პრობლემას არ მოეძებნება გამოსავალი.
დასამახსოვრებელი დღე არქიში
ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი საახალწლო სამზადისი არქიში. ოფისის განწყობა და თანამშრომლების ენერგია იმდენად დადებითად მმუხტავდა, ალბათ ახალი წლის დადგომა ასე ბავშვობაშიც არ მიხაროდა. დღის მეორე ნახევარი მთელი დეპარტამენტი საჩუქრების შეფუთვის და არქის ეზოების მოწყობის პროცესშია. ბოლოს ერთმანეთს ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს და თბილი სურვილებით ვავსებთ ერთმანეთს.
რომ არა არქი
არქიმ უამრავი ტექნიკური და პიროვნული ცოდნა მომცა. წარმოუდგენელია არქის მარკეტინგის დეპარტამენტმა არ შეგძინოს ან შეგმატოს კრეატივი, გუნდურობა, ხარისხიანი კონტენტის შექმნის უნარი, ადამიანთა სურვილების დანახვა და რაც ყველაზე მთავარია განვითარებისკენ და სიახლეებისკენ სწრაფვის მოტივაცია.
ავტორი - მარიამ როხვაძე