გაიცანით ლიზა - დამფუძნებლის აღმასრულებელი ასისტენტი
#ინტერვიუ
ჩემი საქმიანობა არქიში
მე ვარ ლიზა ქოიავა, დამფუძნებლის თანაშემწე. 6 თვეა რაც არქიში ვმუშაობ, თუმცა მგონია, რომ აქ ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული. ეს კი, პირველ რიგში იმ გარემოს დამსახურებაა, რაც არქის ოფისში ტრიალებს. ჩემი საქმიანობა არქიში მოიცავს დამფუძნებელსა და ყველა დეპარტამენტს შორის სწორი და ოპერატიული კომუნიკაციის წარმართვას. ჩართული ვარ თითქმის ყველა დეპარტამენტის პროექტში, სადაც ძირითადად უზრუნველვყოფ პროექტის დაწყებიდან, მის დასრულებამდე გასასვლელი პროცესების გამართულად და დროულად მიმდინარეობას, სხვადასხვა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ჩემი საქმიანობა მოიცავს უკავშირდება არქელებზე ზრუნვას, რადგან ის პროცესები რასაც ყოველდღიურად გავდივართ მიზანმიმართულია არქის, როგორც ზრუნვაზე ორიენტირებული ბრენდის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.
პირველი დღე არქიში
არქიში მოსვლის პირველი დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩემი ემოციური ნატურიდან გამომდინარე საკმაოდ ვნერვიულობდი, თუმცა ილია წულაიას და არქელების კეთილგანწყობა, დახმარებაზე ორიენტირებულობა და გუნდურობა ძალიან დამეხმარა ნაკლებად მენერვიულა. პირველივე დღეს ოფისის ყველა თანამშრომელი გავიცანი, ბევრი პოზიტიური ემოცია და ენერგიით სავსე მუხტი მივიღე, რაც დღემდე მომყვება.
რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს საქმიანობაში
ყოველდღიურად სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მუშაობა ჩემი საქმის საყვარელი ნაწილია, რადგან არ გადის დღე, როდესაც რაიმე ახალს არ ვსწავლობ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და მუდმივად დეტალებზე ორიენტირებულობას მოითხოვს, თუმცა მიმდინარე პროცესები ძალიან საინტერესოა, რაც ბევრად უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არქის თანამშრომლების გუნდურობა, ერთმანეთის შრომის დაფასება და მეგობრობა ჩემი საქმისადმი სიყვარულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
დასამახსოვრებელი დღე არქიში
არქიში სულ რამდენიმე დღის მოსული ვიყავი, როდესაც დეველოპელურ კომპანიებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი თამაშის დროს შემომთავაზეს საგულშემატკივროდ წავსულიყავი. პირველად იქ მივხვდი, როგორ გუნდში მოვხვდი. რა თქმა უნდა, ოლიმპიადა არქიმ მოიგო. არასდროს დამავიწყდება ის სიხარული და ენერგია რაც არქელებს შორის ტრიალებდა. შეუძლებელია აქ მოხვდე და მაშინვე არ იგრძნო, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი ხარ.
რომ არა არქი
არქი არის კომპანია, სადაც უწყვეტი პროგრესისა და განვითარების პროცესში ხარ. ჩვენი დამფუძნებლის, ილიას ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. რომ არა არქი არ მექნებოდა შესაძლებლობა გუნდურობის ამ დონეზე შეცნობისა და დაფასების შესაძლებლობა. აქ ნამდვილად სწავლობ, რომ ერთად გაკეთებული საქმე ბევრად უკეთესია. ვფიქრობ, რომ არქიში ჩემმა ყოველდღიურმა საქმიანობამ ბევრი უნარი შემძინა და დამახვეწინა. ალბათ, ყველაზე მთავარი უნარები რომლებიც მავითარებენ როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულადაც არის დიპლომატია, ოპერატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.