ფერის ძალა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ფერები სახლის ინტერიერის გარდასაქმნელად
#ინტერიერი
ფერს აქვს უნარი გარდაქმნას ჩვენი სახლის ინტერიერი, გამოიწვიოს ემოციები, შექმნას განწყობა და დიდი გავლენა იქონიოს საერთო ატმოსფეროზე. ინტერიერის დიზაინში ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმზიდველი და ჰარმონიული გარემოს შექმნაში. ფერი გავლენას ახდენს ყველა ოთახზე. მისაღებ ოთახში უმჯობესია ისეთი ფერის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს განტვირთვას და ასტიმულრებს საუბარს, საძინებელში მშვიდი ფერების, სამზარეულოში მადის გამაძლიერებელი, ხოლო სააბაზანოში ფერების ისეთი შერწყმა, რომელიც სპას ან ზღვის ატმოსფეროს ქმნის. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ფერები ხვადასხვა ოთახში.
სახლის ფერები სწორად რომ შევარჩიოთ უნდა გავითვალისწინოთ ფერების ფსიქოლოგია, რადგან ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ფერები, რომლებსაც ვირჩევთ მოქმედებს ჩვენს ემოციებზე და ყოველდღიურ განწყობას გვიქმნის. სახლისთვის ფერების შერჩევა ნიშნავს ატმოსფეროს შექმნას, სადაც თქვენ და თქვენი სტუმრები კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს. პირველ რიგში დაფიქრდით, რომელი ფერი რა ასოციაციას იწვევს თქვენში. თბილი ფერები, როგორიცაა წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ქმნის მყუდრო და მიმზიდველ ატმოსფეროს, ხოლო ცივი ფერები, როგორიცაა ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი დამამშიდებელ ეფექტს გვაძლევს. წარმოიდგინეთ, შედიხართ ოთახში, რომელიც შეღებილია ნაზ, ლურჯ ფერში - თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს. ხოლო, თამამი, თბილი ფერებით მორთული ოთახი გაგიძლიერებთ გრძნობებს, მოგიყვანთ განწყობაზე. ინტერიერის მოწყობისას იმის გაგება, თუ რა ემოციურ ზემოქმედებას ახდენს თქვენზე ესა თუ ის ფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფერი უნდა პასუხობდეს თქვენს ემოციურ მოთხოვნილებებს.
სახლისთვის ფერის შერჩევისას, გაითვალისწინეთ თითოეული ოთახის ფუნქცია და თქვენი გემოვნება. ოთახის 60% არის დომინანტური ფერი, 30% მეორადი ფერი და 10% აქცენტი. ეს არის 60-30-10 წესლი, რომელიც დაგეხმარებათ დაბალანსებული ინტერიერის შექმნაში. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბუნებრივი განათება, რადგან დიდ გავლენას ახდენს ფერის აღქმაზე.
სწორი ფერის სქემის აჩევა გადამწყვეტია საბოლოო დიზაინის მისაღწევად. მონოქრომული სქემები მოიცავს ერთი ფერის სხვადასხვა ვარიაციებს, რაც ჰარმონიულ იერს ქმნის. გასაოცარ კონტრასტს იწვევს ფერთა ბორმალზე ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსებული ფერების არჩევა. ხოლო, ბალანსის მისაღწევად იდეალურია ტრიადული ფერები, რაც მოიცავს ფერთა ბორბალზე თანაბრად განლაგებულ რომელიმე სამ ფერს. თქვენი სახლის სხვადასხვა ოთახში ფერი უნდა გამოიყენოთ ფრთხილად, რადგან თითოეულ ოთახს აქვს უნიკალური დანიშნულება. ოთახის დაიშნულების გააზრებით და შესაბამისი ფერის არჩევით, შეგიძლიათ შექმნათ ერთიანი და მიმზიდველი ინტერიერი, რომელიც თქვენს პიროვენას და ცხოვრების წესს ასახავს.
პროფესიული შედეგის მისაღწევად აუცილებელია ზედაპირის სათანადოდ მომზადება და შეღებვის სწორი ტექნიკის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს სწორი, შესაბამისად, მისი მომზადებისას მოსწორებაა საჭირო. ხოლო შეღებვისას არ დაგავიწყდეთ რამდენიმე ფენა საღებავის გამოყენება, რათა უზრუნველყოთ თანაბარი და გამძლე საფარი.
საღებავებისა და ფერის ძალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი სახლი, შექმნათ ცოცხალი გარემო და გასაქანი მისცეთ საკუთარ წარმოსახვას. სწორედ ფერებია იდეალური საშუალება ინტერიერში საკუთარი პიროვნების გამოსახატად.
არქი ქარდით კი არქის პარტნიორ მაღაზიებში შეგიძლიათ ფასდაკლებით შეიძინოთ სასურველი საღებავები, შესაღებად საჭირო ხელსაწყოები და ყველაფერი რაც სახლის შეღებვისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ასევე, პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებით ისარგებლებთ ინტერიერის დიზაინერების კონსულტაციაზე, რაც თქვენი სახლის სწორად მოწყობაში დაგეხმარებათ.