როგორ შევარჩიოთ ფარდები?
#ინტერიერი
ფარდები სახლის დეკორაციის ის ნაწილია, რომლის გათვალისწინებაც ინტერიერში აუცილებელია. ფარდების იმდენად მრავალფეროვანი ასორტიმენტი არსებობს, რომ შერჩევა ყოველთვის დამაბნეველია, ამიტომ გაეცანი ბლოგს, სადაც წაიკითხავ, რა უნდა გაითვალისწინო ფარდების შერჩევისას.
აირჩიე ქსოვილი
ოთახის იერსახეზე დიდ გავლენას ახდენს ფარდის ქსოვილი. თითოეული ქსოვილი მაღლიდან სხვადასხვანაირად ეშვება და განსხვავებულად გამოიყურება. მძიმე ქსოვილი უფრო ტრადიციულ ოთახებს უხდება, ხოლო გამჭვირვალე საუკეთესოა მინიმალისტური ოთახისთვის. ფარდა იმის მიხედვით შეარჩიე, თუ რა ოდენობით გინდა ოთახში მზის სხივების შემოსვლა. რა თქმა უნდა, მძიმე ქსოვილი ნაკლებად ატარებს მზის სხივს. თუ ფანჯარას მზე პირდაპირ ანათებს შეგიძლია ორფენიანი ფარდა შეიძინო, ერთი მუქი ფერის მძიმე ქსოვილი და ერთიც თხელი, ღია ფერის. ეს საშუალებას მოგცემს ჩაანაცვლო ხოლმე და ოთახში მზის შუქი აკონტოლო.
ასევე, ქსოვილის შერჩევისას ყურადღება მიაქციე მისი მოვლის წესებს. ბამბის და სინთეტიკის ფარდები მარტივი მოსავლელია, წელიწადში რამდენჯერმე გარეცხვა საკმარისი და თან სარეცხი მანქანის გამოყენება შეგიძლია. ხოლო, ნაკეცებიანი, ნაზი ქსოვილის ფარდებს ხშირი გარეცხვა და მოვლა სჭირდება.
აირჩიე ფერი
ფანჯრებისთვის და კარებისთვის განკუთვნილი ფარდები იდეალურად უნდა ეგრებოდეს დანარჩენ ინტერიერს. როგორ შეარჩიო ფარდის ფერი? შენ შეგიძლია შეარჩიო ისეთი დიზაინის ფარდა, რომელიც კედლების ჩრდილს შეავსებს, ან თუ გსურს ფარდის დიზაინზე გაკეთდეს აქცენტი შეარჩიე ფერი, რომელიც ავეჯისა და კედლებისგან განსხვავდება, მაგრამ საერთო ინტერიერს მოუხდება.
ფარდა ერთი ფერის უნდა იყოს თუ პრინტიანი? ამის გასარკვევადაც დანარჩენ ინტერიერს გადახედე. თუ მთელი ინტერიერი ძირითადად ერთ ფერშია გადაწყვეტილი შეგიძლია პრინტიანი ან ფერადი ფარდა შეარჩო და პირიქით, ფერად და ექსტავაგანტულ ინტერიერს ერთი ფერის ფარდა შეუსაბამე.
შეარჩიე სიგრძე და სიგანე
ინტერიერში ფარდის სიგრძესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ტრენდულია გრძელი ფარდები, რომელიც საჭიროზე რამდენიმე სანტიმეტრით გრძელია და იატაკზე ეფინება. მაგრამ თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველი გყავს უმჯობესია არჩევანი მოკლე ფარდებზე შეაჩერო, რომლის სიგრძეც ფანფრის რაფამდეა.
ფარდის სიგანეც არაა უმნიშვნელო. იდეალური სიგანის გასაგებად გაზომე ფანჯრის ან კარის ჩარჩოს სიგანე და გაამრავლე 2/2.5-ზე. განიერი ფარდა საშუალებას გაძლევს სხვადასხვა სტილი შექმნა ფარდის შეკვრითა და გაშლით.