რჩევები სააღდგომო დეკორზე
#ინტერიერი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ამ პერიოდს განსაკუთრებული ემოციები მოაქვს და ყველა ოჯახში სამზადისი იწყება. საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტრადიცია კვერცხების შეღებვა, ჯეჯილის გაზრდა და პასქების გამოცხობაა. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ რამდენიმე სააღდგომო დეკორს, რომელიც თქვენს სახლს გაალამაზებს და სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ.
ხავსით დაფარული კვერცხი
ხავსი არ არის მოსალოდნელი სადღესასწაულო დეკორაცია, მაგრამ ის გამოსადეგია ამ დეკორატიულ სააღდგომო კვერცხებში. ამისათვის დაგჭირდებათ დეკორატიული კვერცხი, ცხელი თხევადი წებო, ხავსი, ძაფი, ღილი და პატარა ტოტები. პირველ რიგში, აიღეთ ხავსის რამდენიმე პატარა ნაჭერი. შემდეგ კვერცხზე დაასხით წებო და ნელ-ნელა დააკარით ხავსის ნაჭრები. შეცდომების ნუ შეგეშინდებათ, რადგან ცარიელი ნაწილების შევსება მოგვიანებითაც შეგიძლიათ.
მას შემდეგ რაც ყველაფერი დაიფარება და ხარვეზები ამოივსება, შეგიძლიათ აიღოთ მაკრატელი და კვერცხს გაუკეთოთ მარტივი შესწორება, მოიცილოთ ხავსის ძაფები. ნუ გადააგდებთ ამ ამონაჭრებს, რადგან ისინი შესანიშნავად ავსებენ პატარა სივრცეებს სხვა კვერცხებზე.
შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი კვერცხები მხოლოდ ხავსით დაფარული, ან დაამატოთ ძაფები და ღილები. უბრალოდ შემოახვიეთ ძაფი და დაამატეთ ცხელი წებო, რომ არ ჩამოიშალოს. შემდეგ, ისევ ცხელი წებოს საშუალებით დააფიქსირეთ ღილაკები ან ყვავილები. ბოლოს კი, მოათავსეთ თქვენი დეკორატიული კვერცხი ბუდეში, რომელსაც ძალიან მარტივად ერთმანეთში გადაწნული ტოტებისგან მიიღებთ.
შვედური აღდგომის ხე
ევროპაში საკმაოდ გავრცელებულია სააღდგომო ნაძვის ხე. მისი შექმნა მარტივი და სახალისო პროცესია. გამოარჩევენ შვედურ ხეს, მისთვის დამახასიათებელი სიჭრელითა და ბუნებრიობით.
სააღდგომო ხის შესაქმნელად დაგჭირდებათ რამდენიმე საშუალო ზომის ხის წვრილი ტოტი, ფერადი ფურცლები, ბუმბულები, დეკორატიული კვერცხები და ნებისმიერი აქსესუარი რისი ტოტზე ჩამოკიდებაც გსურთ.
ქართული აღდგომის ხე
მაგიდის გასაფორმებლად, სააღდგომო ხის დეკორისათვის ასევე შეგიძლიათ ბზის ან ყვავილოვანი ტოტების გამოყენება. ბზის პატარა ბუჩქზე კვერცხის ან სხვა სააღდგომო დეკორის დამატება გამორჩეულ სადღესასწაულო ვიზუალურ ეფექტს შექმნის.
სააღდგომო გვირგვინი
არაფერს შემოაქვს სადღესასწაულო განწყობა, ისე როგორც ხელნაკეთ გვირგვინებს. ფერადი კვერცხებისგან შემდგარი სააღდგომო გვირგვინი თქვენს კედელს, კარს, ბუხრის თავს ან რაიმე ავეჯის ზედაპირს დაამშვენებს.
ამისათვის დაგჭირდებათ დეკორატიული კვერცხები, იქნება ეს პლასტმასის, მუყაოს თუ სხვა მატერიის, ხის ტოტები ან პლასტმასის ტოტები, ცხელი თხევადი წებო და სხვადასხვა დამხმარე აქსესუარები მაგალითად ყვავილები ან ბუმბულები.
სააღდგომო სუფრის გაფორმებები
მაგიდის სააღდგომოდ გაფორმება, ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სამაგიდო დეკორი უამრავი სხვადასხვა ელემენტისგან შედგება, მთავარია იპოვოთ თქვენთვის სასურველი სტილი და შეუსაბამოთ ხელთ არსებულ რესურსებს.
ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი ხელსახოცისგან კურდღლის ფორმის მიღებაა, რომელსაც თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის განკუთვნილ თეფშებზე მოათავსებთ.
ჭურჭელსა და დანა-ჩანგლებში ყვავილების დამატება სააღდგომო განწყობასთან ერთად საგაზაფხულო მუხტსაც შემოიტანს, ამასთან თქვენს სუფრას ნაზ და დახვეწილ ესთეტიკას შესძენს. მეტი გამორჩეულობისთვის ყვავილის ნაცვლად დეკორატიული ბამბის გამოყენებაც შეგიძლიათ.
არ დაგავიწყდეთ ფერადი ან კვერცხის ფორმის სანთლები, რომლებიც ვიზუალთან ერთად არაჩვეულებრივ სურნელს დაატრიალებენ.
კვერცხები ფერადი ყვავილებით
საგაზაფხულო განწყობის გასაძლიერებლად, გთავაზობთ კვერცხებზე ყვავილების მოხატვას. ამისთვის განსაკუთრებული ხატვის ნიჭი არ არის აუცილებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ყვავილი ან მწვანილი დაასველოთ ისინი საღებავში და ფრთხილად გადაიტანოთ ისინი კვერცხებზე, დააფიქსირეთ კვერცხის ზედაპირზე და დაელოდეთ გაშრობას.