რატომ არის ბაკურიანი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის?
#სხვა
ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია საქართველოში. უნიკალური ბუნებისა და ადგილმდებარეობის დამსახურებით ბაკურიანში დასვენება ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი. კურორტი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ ნამდვილი აღმოჩენაა სპორტის მოყვარულებისთვის. არაერთი საერთაშორისო სათხილამურო ჩემპიონატის გამართვამ ბაკურიანი მსოფლიოში პოპულარულ კურორტად აქცია. ახლა უკვე კურორტზე სრულყოფილად განვითარებული სათხილამურო იფრასტრუქტურაა. ბაკურიანმა 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. კურორტისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარების მომტანი იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს გაიმართება.
ბაკურიანი ერთ-ერთ საუკეთესო სამთო კურორტად ითვლება მთელ ამიერკავკასიაში, რადგან აქ წარმოდგენილია გამორჩეული სათხილამურო ტრასები: დიდველი, 25-მეტრიანი ტრასა დამწყებთათვის, მიტარბი, კოხტა გორა და ტატრა. ტრასებზე განთავსებულია კვების ობიექტები, სამედიცინო და სამაშველო პუნქტები. ადგილზე შესაძლებელია, როგორც სათხილამურო, ისე საციგაო აღჭურვილობის დაქირავება თუ ინსტრუქტორის აყვანა. ეს ყველაფერი ბაკურიანს მართლაც სპორტის მოყვარულთა სამოთხედ აქცევს. დასვენება ბაკურიანში ბევრ სასტურმოშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე კომფორტულად და პოპულარულად აპარტოტელები ითვლება. ტურისტები, განსაკუთრებით ახალლგაზრდები ირჩევენ აპარტოტელებს, რადგან აპარტამენტის დაქირავება უფრო იაფი ჯდება და მეტად კომფორტულია. კომფორტს ქმნის ის მომენტი, რომ დამსვენებელს აქვს განცდა, რომ საკუთარ ბინაშია და ამავდროულად, იღებს სასტუმროებში არსებულ მომსახურებასაც. აპარტოტელის შერჩევისას პირველ რიგში მისი მდებარეობა უნდა გაითვალისწინოთ. თუ გამორჩეულ ტრასასტთან, ტყესთან ახლოს, სრულყოფილ აპარტამენტში გსურთ დასვენება აპარტოტელი არქი დიალოგ კოხტა უნდა აირჩიოთ.
არქის დაბა ბაკურნიანში ევროპული სტანდარტის, მულტიფუნქციური, დასრულებული აპარტოტელი არქი დიალოგ კოხტა აქვს. არქის კომპლექსი ბაკურიანში საუკეთესო ადგილასაა აშენებული და ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული, რომელსაც ყველა სეზონზე თავისი ხიბლი აქვს. აპარტოტელში ყველაფერი დაგხვდებათ კომფორტული დასვენებისთვის: სასტუმროს მრავალფეროვანი სერვისები, რესტორანი უგემრიელესი კერძებით, ბარი და მყუდრო ტერასა დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. არქი დიალოგ კოხტას თავისი 3 5000 კვ.მ. გამწვანებული ეზო და ავტოსადგომი აქვს. მშენებლობაში უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებია გამოყენებული. დასვენებასთან ერთად, არქი დიალოგ კოხტა ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობაა. ბინები ბაკურიანში შეგიძლიათ შეიძინოთ არქის აპარტოტელში, სადაც აპარტამენტი სრული რემონტით, ავეჯით, ტექნიკითა და ოთახის აღჭურვილოვბით ჩაგბარდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დიალოგ კოხტა გამოირჩევა ლამაზი არქიტექტურით, რომელიც იდეალურად ერწყმის ადგოლობრივ ურბანულ განვითარებას. დიალოგ კოხტაში აპარტამენტის შეძენით კომფორტულად მიიღებთ დამატებით შემოსავალს, რადგან არქი დამქირავებლის მოზიდვასა და გაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავად აგვარებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაკურიანში უკვე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი, კიდევ უფრო მასშტაბური ტურნირი 2025 წელს გაიმართება, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. ეს კი ბაკურიანს ინვესტიციისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. სამომავლოდ მოსალოდნელია ბაკურიანში უძრავი ქონების ფასის ზრდა, შესაბამისად ახლა საუკეთესო დროა ინვესტიციის გასაკეთებლად.
ზამთრის სეზონი კურორტზე დამბალი ტემპერატურითა და თოვლის მდგრადი საფარით გამოირჩევა, ზაფხული კი საკმაოდ გრილია. უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის წიწვოვანი ტყე, რომელიც გვიან გაზაფხულზე იწყებს ყვავილობას. ფიჭის და ნაძვების ყვავილობის დროს, ბაკურიანის ჰაერი საოცარ, გამაჯანსაღებელ ეფექტს იძენს. მაისის თვეში კი ფიჭვის ხეებს უჩნდება მცირე კვირტოვანი ნაყოფი, რომელიც იმტვერება და ახდენს განაყოფიერება. ეს მტვერი კი ბევრ სამკურნალო თვისებას ატარებს. შესაბამისად, დასვენება ბაკურიანში ნებისმიერ სეზონზე მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
არქის აპარტოტელ დიალოგ კოხტაში ბინის შეძენა 12 წლამდე განვადებით, მომხმარებელზე მორგებული გადახდის გრაფიკითაა შესაძლებელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბინის შეძენის მსურველს წინასწარ შესატანი თანხა არ აქვს. ხოლო მათ, ვისაც ერთიანი გადახდით სურთ აპარტამენტის შეძენა არქი სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. პერსონალური ასისტენტები ყველა მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი აპარტამენტის შერჩევაში, გაარკვევენ გადახდის პირობებში და საჭიროების შემთხვევაში მათზე მორგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. ლიდერი დეველოპერული კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ ბინის შეძენა ყველასთვის შესაძლებელი და კომფორტული გახადოს.