რა იქნება ტრენდული 2023 წელს სახლის დეკორში?
#ინტერიერი
უკვე 2023 წელია. აქამდე თუ ვარაუდები გამოითქმებოდა ტრენდებთან დაკავშირებით, ახლა ზუსტადაა ცნობილი 2023 წლის ტრედები. თუ გსურს, რომ ტენდენციებს მიჰყვე და ამის მიხედვით განაახლო სახლის ინტერიერი ეს ბლოგი დაგეხმარება.
მდგრადი მასალები
ინტერიერის ინდუსტრიაში დიზაინერები და მწარმოებლები ერთად ცდილობენ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა მდგრადი მასალები გამოიყენონ. ალუმინი არის ის მასალა, რომელიც ადვილად გადამუშავდება, ამიტომ მისი გამოყენება ძალიან ტრენდულია. იმის თავიდან ასარიდებლად, რომ ალუმინის დეკორი არ გამოიყურებოდეს სტერილურად და არ იყოს ცივ ფერებში გადაწყვეტილი, შეგიძლია თბილი ფერები დაამატო, როგორსაც ხის მასალა გვაძლევს.
ტალღოვანი ზოლები
მოდაშია ტალღოვანი ზოლებით გაფორმებული კერამიკა, ფარდები და შპალერი. ტალღოვანი ზოლები წყალთან, ოკეანესთან ასოცირდება. ცნობილია, რომ წყალი სიმშვიდის და სიმყუდროვის განცდას იწვევს, და რადგან სახლი არის ის ადგილი, სადაც გვინდა, რომ თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ დეკორად ტალღოვანი ზოლებით გაფორმებული ნივთები.
ფენებიანი განათება
განათება დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემეტია. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული და სკულპტურული ფორმების სანათები გაძლევს განათებას ფენებად. რამდენიმე ფენად განათებულ ოთახში კი სითბო და სიმყუდროვეა.
შპალერის საზღვრები
ერთმანეთისგან განსხვავებული შპალერის გამოყენება მე-18 საუკუნეში დაიწყეს. ერთ ოთახში ერთმანეთისგან განსხვავებულ შპალერს თუ საზღვრებით არ გამოვყოფთ, სახლს ფერებით შევავსებთ და ოთახს ხასიათს მივანიჭებთ. შპალერის მსგავსი მეთოდით გაკვრა შესაძლებლობას იძლევა არქიტექტურულ ელემენტებს გაესვას ხაზი და გაერთიანდეს რამდენიმე დახვეწილი ნამუშევარი. რადგან ექსპერიმენტები ძალიან ტრენდულია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, ლამაზი შპალერის გამოყენება თამამად შეგიძლია.
ხელნაკეთი ნივთები
დღესდღეობით ტრენდულია ყველანაირი ხელნაკეთი დეკორი, ავეჯი და კერამიკა. განსაკუთრებით ეფექტურია შეკვეთით, ინდივიდუალურად დამზადებული ნივთები. ეს ყველაზე მეტად ეხება კერამიკას. ადრე თუ მოხატულ, ფერად, ხელნაკეთ ჭურჭელს მხოლოდ დეკოროად ვიყენებდით, ახლა მიდი ყოველდღიურად გამოყენებაა მოდაში.