რატომ უნდა შეიძინოთ ბინა დეველოპერულ კომპანიაში?
#სამშენებლო მასალები
გადაწყვიტეთ შეიძინოთ ბინა? ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ღირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ თქვენი შემოსავლის წყაროც კი შეიძლება გახდეს. უძრავ ქონებას ან დეველოპერულ კომპანიაში ყიდულობთ, ან - პირდაპირ ბინის მეპატრონისგან. არსებობს ბევრი ბენეფიტი, თუ რატომ ჯობს ბინის შეძენა დეველოპერულ კომპანიაში. განვიხილოთ ეს ბენეფიტები არქის მაგალითზე.
ახალაშენებული კორპუსი
რა ხდება მაშინ, როდესაც უძრავ ქონებას ბინის მეპატრონისგან, არადეველოპერული კომპანიის კორპუსში ყიდულობთ? არის შემთხვევები, როდესაც თავად კორპუსი ძველი აშენებულია, ავარიულია და ექსპლუატაციის ვადაც დიდი ხნის წინ გაუვიდა. მეორე ამბავია, როდესაც ბინა ისე არ ერგება თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებს, რომ მისი სრულად გადაკეთება და კაპიტალური რემონტის დაწყება გიწევთ. რა ბენეფიტებს იღებთ მაშინ, როდესაც ბინას ახალაშენებულ კორპუსში იძენთ?
ეს ის პუნქტებია, რაც არქის ახალაშენებულ ბინებს ახასიათებს. არქის პროექტები თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიით შენდება, რაც მშენებლობის ხარისხს ზრდის. მაგალითად, შენობების მოსაპირკეთებლად გამოიყენება ალუკობონდის საფასადე სისტემა, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით მუშავდება. შემდგომში, შენობა პირვანდელ სახესა და საექსპლუტაციო ვადას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს. აღსანიშნავია გერმანული წარმოების ბლოკი იტონგი, რომელიც შემავსებელ სამშენებლო მასალად გვევლინება. ეს არის ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც აალებას 7 საათის განმავლობაში ხელს უშლის. არ უნდა დაგვავიწყდეს ჰაიდელბერგის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაც, რომელიც პროექტის სიმყარესა და სიმდგრადეს განაპირობებს. შესაბამისად, არქის პროექტებს აქვთ უნარი ათწლეულებს გაუძლონ. ბინის შეძენა კი ისეთი ამბავია, სადაც სტაბილურობა ნამდვილად უპირველეს ადგილას დგას.
სხვა კორპუსებთან შედარებით, არქის პროექტები პრემიუმ კარკასით ბარდება. ბინაში შესვლისთანავე თქვენ დაგხვდებათ რკინის შესასვლელი კარი, მოჭიმული იატაკი, ელექტროობის გამართული ქსელი, გათბობის მილები და სხვა. შესაბამისად, თქვენ აღარ იწყებთ კაპიტალურ რემონტს, ზოგავთ ხარჯებს და ერთვებით ისეთ სასიამოვნო პროცესებში, როგორიც ინტერიერის დიზაინის შერჩევაა.
სერვისები
ჩვეულებრივ კორპუსებში ხშირად შეხვდებით მოხატულ, დაბინძირებულ სადარბაზოებს, გაფუჭებულ ლიფტებს, გაუმართავ ტექნიკას. ამავე კორპუსებისთვის ირჩევენ თავმჯდომარეებს, რომლებიც თუ აქტიურობით არ გამოირჩევიან, სადარბაზოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ არსებობას.
სულ სხვა მდგომარეობაა არქის საცხოვრებელ პროექტებში. არქის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:
არქი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ის საერთო ქონება, სადაც თითოეული მაცხოვრებლის ბინა მდებარეობს, მოწესრიგებული და სუფთა უნდა იყოს. ამიტომ, არქის პროექტებში თითოეული სადარბაზო ყოველთვის მოწესრიგებული და დალაგებულია. 2020 წლის, პანდემიის პირობებში კი, თითოეულ პროექტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
რაც შეეხება ლიფტებს, არქიში უმაღლესი ხარისხის ლიფტები მონტაჟდება, რომლებიც დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევიან. ისინი ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სადარბაზოში ლიფტს რამე ტექნიკური შეფერხება დაემართა, შეგიძლიათ არქის სერვისმენეჯერს მიმართოთ და ეს პრობლემა უმარტივესად გადაწყვიტოთ.
არქი თაუერისა და არქი თამარაშვილის პროექტებში ბინის მფლობელებს კი თანამედროვე დიზაინის ლობიში კონსიერჟი მოემსახურებათ. მაცხოვრებლებთან კომუნიკაცია 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც მსგავს საცხოვრებელ კომპლექსებში ცხოვრებას უფრო პრესტიჟულს და კომფორტულს ხდის.
თუ თავად თქვენივე სახლში საყოფაცხოვრებო ნივთი გაგიფუჭდათ, ამ შემთხვევაშიც არქის ახალი სერვისით - არქი ფიქსით შეგიძლიათ ისარგებლოთ. გამოცდილი კადრი ოპტიმალურ დროში მოგიგვარებთ პრობლემას. კომპანია თავად გეხმარებათ პრობლემის სწრაფად მოგვარებაში და თავად არ გიწევთ მოიძიოთ კვალიფიციური ხელოსნები. შესაბამისად, თქვენ ზოგავთ ბევრ დროს და ენერგიას.
ღონისძიებები
არქის მაცხოვრებლებისთვის ჩვეული მოვლენაა, როდესაც კომპანია მათზე ზრუნავს და უამრავ გასართობ თუ შემეცნებით ღონისძიებას სთავაზობს. არქიში ბინის ყიდვა ხომ მარტო ფართის შეძენა არ არის და ბინასთან ერთად პრესტიჟსა და სტატუსს ყიდულობთ. თქვენ ხდებით ერთი დიდი ოჯახის წევრი. დიდი ოჯახის წევრობა კი ბევრ პრივილეგის მოიაზრებს. მაგალითად, თქვენ გადმოგეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი, რომლის დახმარებითაც სახლისთვის საჭირო ნივთებს, საგანმანათლებლო კურსებს თუ გამაჯანსაღებელ პროცედურებს დიდი ფასდაკლებით მიიღებთ.
გადახდის პირობები
ყველაზე მნიშველოვანი ბენეფიტი კი, თქვენზე მორგებული გადახდის პირობებია. როდესაც ბინას ძველი მეპატრონისგან ყიდულობთ, თქვენ გადახდის პირობებით გარკვეულწილად შეზღუდული ხართ. არქიში კი გადახდის უამრავი პირობა გაქვთ. ერთ-ერთი ასეთი პირობა 12 წლამდე განვადებაა პირველადი შენატანის გარეშე. ხოლო თუ თანხას ერთიანად გადაიხდით, კომპანიაში სპეციალურ ფასდაკლებას გაგიკეთებენ.