ყველაფერი ბელგიური ინტერიერის დიზაინისა და დეკორის შესახებ
#ინტერიერი
ბელგიური ინტერიერის დიზაინი, სახლურ და საყოფაცხოვრებო გარემოს ასახავს და ამავდროულად, სუფთა, მარტივ და ორგანიზებულ დეკორს აერთიანებს. მისი სტილი მდიდრულთან ერთად, ხელმისაწვდომიც არის. მსგავსი სტილი კი დიდი გამორჩეული ავეჯით, ქსოვილთა ფენებითა და ბუნებრივი ფერების პალიტრით მიიღწევა.
თუ ბელგიურ ინტერიერს სხვა დიზაინთა სტილებს შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ ბელგიური ინტერიერი უკონკურენტოა “უბრალო და ამავდროულად დახვეწილ” სტილში. მას შესაძლოა ე.წ. “ჰიგი” დიზაინი არ ახასიათებს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის იმ დიზაინისთვის, რომელიც ცნობილია როგორც მოკრძალებული ფუფუნება.
ბელგიური ინტერიერის დიზაინის ისტორია
ბელგიას ყოველთვის ჰქონდა თავისი უნიკალური ხედვა, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, მაგრამ ინტერიერის ამ მიმდინარეობამ სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა პოპულარობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ბელგიელი ინტერიერის დიზაინერი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამ დიზაინის სტილის გავრცელებაში, არის აქსელ ვერვორდი. ამ ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა და ანტიკვარულმა ექსპერტმა ბელგიური სტილი და მთელი მისი ძველი და ახალი ხიბლი ყურადღების ცენტრში მოაქცია 1970-იანი წლებში, მისი საკულტო განახლებული სახლებით ანტვერპენში. სხვა დიზაინერებმა, მაგალითად როგორიცაა ვინსენტ ვან დუისენი, ასევე დიდი წვლილი შეიტანა ამ სტილის წინა პლანზე წამოწევაში.
მთავარი მახასიათებლები
ბელგიური ინტერიერის დიზაინი გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და სითბოთი. ეს სტილი მინიმალისტურია, მაგრამ ტექსტურებით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ მასში მცირე რაოდენობის ავეჯი თუ დეკორია, მაინც გამოკვეთილი ხასიათი იგრძნობა.
ბელგიური დიზაინი ინსპირაციის უდიდეს ნაწილს ბუნებიდან იღებს, რაც ასევე გულისხმობს ბუნებრივი და მდგრადი მასალების გამოყენებასა და ხელნაკეთი ნივთების პირვანდელი სახის შენარჩუნებას, ნაკლებად დამუშავებას. ეს კი სივრცეს ტექსტურასა და ხასიათს მატებს. მაგალითად, ბევრი ხის ნაჭერი ნატურალური და დაუმუშავებელია, ლითონის აქცენტები გაცვეთილია და აქვს უნიკალური მახასიათებლები, ხოლო კერამიკა უხეში და გაუპრიალებელია.
ტილოს ქსოვილი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ბელგიური დიზაინისათვის. ის გამოყენებულია როგორც ფარდებისთვის, ასევე ბალიშებისა და რბილი ავეჯისთვის.
რაც შეეხება ავეჯს, დიდი ზომის სავარძელი და დივანი საუკეთესოდ გამოკვეთს ბელგიურ დიზაინს. მიუხედავად ავეჯის სიდიდისა, ბელგიური სტილის ავეჯს უბრალო და მარტივი ზედაპირი აქვს, გადატვირთული დეტალებისა და ფერადი ორნამენტების გარეშე, რის ხარჯზეც შენარჩუნებულია სიმარტივის განცდა.
ძველი და ახალი დეკორის ელემენტები ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამებიან, ეს სახლს ნაცნობ, კომფორტის შეგრძნებას ანიჭებს, ხოლო სივრცე განახლებული და თანამედროვეა. მაგალითად, კერამიკული დეკორი შეიძლება განთავსდეს ახალ, უფრო თანამედროვე განათების მახლობლად, ან გაცვეთილი სასადილო მაგიდა შეიძლება დაწყვილდეს თანამედროვე სკამებთან.
იმისათვის, რომ ოთახში მშვიდი და ბუნებრივი გარემო შენარჩუნდეს, ფერების პალიტრა ნეიტრალურ ან მიწიერ ტონებში გაითვალისწინეთ.
რჩევები ბელგიურ დეკორზე
შეინარჩუნეთ თბილი, მშვიდი და ნეიტრალურ ფერები. კრემისფერი, თეთრი, ნაცრისფერი და სხვა მიწიერი ფერების შეხამება სუფთა, სახლურ და კომფორტულ გარემოს ქმნიან.
დაალაგეთ არეულობა - ბელგიური ინტერიერის დიზაინი ფოკუსირებულია სიმარტივესა და ფუნქციონალურობაზე. მასში არსებულ თითოეულ ნივთს მისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს და სივრცეს ზედმეტი არეულობისგან ათავისუფლებს.
ტექსტურები და დაჟანგული სპილენძის ეფექტი უხვად გამოიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტილი ცნობილია თავისი სიმარტივით, ბელგიური დიზაინი არ არის მწირი. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტურა შელესილი კედლებით, ნედლი ხის და ქვის ნივთებით ან უხეში კერამიკის ჭურჭლით. გამოყენებისა და დაძველების შედეგად მიღებული ბუნებრივი ხასიათი თითოეულ ნაწილს ანიჭებს უნიკალურ ინდივიდუალურობას ყოველგვარი ზედმეტი გაპრიალების ან დახვეწის საჭიროების გარეშე.
დაამატეთ ბევრი ტილოს ქსოვილი. ბელგია ცნობილია თავისი მდიდრული ქსოვილით, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს მშვენიერი მასალა ბელგიური ინტერიერის დიზაინის ნიშაა. გამოიყენეთ ტილოს ქსოვილი დივანზე, ბალიშებისა და ფარდისთვის. ეს თქვენს სივრცეს სითბოსა და ტექსტურას შემატებს.
შეიძინეთ დიდი ზომის ავეჯი. სიმარტივისა და ბუნებრიობის შესანარჩუნებლად, არ შეარჩიოთ ორნამენტებით ან პრინტებით გადატვირთული ზედაპირის მქონე ავეჯი. ეცადეთ, რომ მათი მასალა ბუნებრივი და მდგრადი შემადგენლობის იყოს.
შეურიეთ ძველი და ახალი. ბელგიური ინტერიერის დიზაინი ცნობილია თავისი ძველი სამყაროს ხიბლითა და თანამედროვე ელფერით. დროში გაცვეთილი, ისტორიული ნივთები, როგორიცაა სპილენძი და უხეში კერამიკა ეხამება, თანამედროვე დეკორს, როგორიცაა გლუვი სასადილო სკამები ან თანამედროვე ტექნიკა.
ყურადღება მიაქციეთ ბუნებრივ განათებას. ბუნებისგან შთაგონებული დიზაინის სტილი არ არის სრულყოფილი მზის რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი შუქის ნაკადის გარეშე. დიდი ფანჯრები აძლევს ოთახებს ბუნებრივ, მისასალმებელ ბზინვარებას.