როგორ მოვაწყოთ იდეალური საძინებელი ბავშვისთვის
#ინტერიერი
„როგორია ბავშვის იდეალური საძინებელი?“, როცა ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამთ, გვახსენდება ბავშვობა და ვხვდებით, რომ სხვადასხვა ასაკში ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერიერი მოგვეწონებოდა. ამიტომ, ბავშვის ოთახი არ უნდა მოვაწყოთ ჩვენი დღევანდელი გემოვნებიდან გამომდინარე. ჩვენს ბლოგში გაგაცნობთ რჩევებს, რომლებიც ამ პროცესს გაგიმარტივებს და დაგეხმარება პატარასთვის კომფორტული საძინებელი მოაწყო.
კითხე ბავშვს
თუ გსურს, რომ ბავშვისთვის კომფორტული და საინტერესო საძინებელი შექმნა, აუცილებლად ჩართე ბავშვი ამ პროცესში. გადაწყვეტილების მთავარი მიმღები არ უნდა იყოს, მაგრამ მისი აზრიც უნდა გაითვალისწინო. ინტერიერში გამოიყენე კედლის სტიკერი ან საწოლის თეთრეული მისი საყვარელი პერსონაჟს გამოსახულებით, რადგან ბავშვს საძინებელში შესვლა უნდა უხაროდეს.
გაითვალისწინე ცვლილებები
მოხატე მხოლოდ ერთი კედელი და გამოიყენე თემატური აქსესუარები, რომლებსაც ადვილად ჩაანაცვლებ, რადგან ინტერიერი ისე უნდა მოაწყო, რომ მარტივი შესაცვლელი იყოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის ინტერესები და გემოვნება იცვლება.
მოაწყვე დასასვენებელი სივრცე
საძინებლის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და დაისვენოს. ერთ-ერთი გზა კომფორტული დასასვენებელი სივრცის შესაქმნელად მუქი ფერის, გრძელი ფარდების გამოყენებაა, რომლებიც დღის განმავლობაში ოთახში შუქს არ შემოუშვებს, რაც ძილის რუტინას შეუწყობს ხელს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ასაკის ბავშვებისთვის). ფარდების შერჩევა შეგიძლია ბავშვის საყვარელი ფერისა და გამოსახულებების მიხედვით.
სივრცე სხვადასხვა აქტივობისთვის
არ დაგავიწყდეს, თუ ბავშვი სასკოლო ასაკისაა მოაწყვე სამეცადინო სივრცე, მაგრამ არც სათამაშო კუთხე გამოტოვო. საძინებელში სხვადასხვა ტიპის კუთხის არსებობა ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას, რადგან ბავშვს მოუწევს დროის გადანაწილება და არჩევანის გაკეთება.
გაითვალისწინე ბავშვის პიროვნება და ქცევა
როდესაც საქმე ეხება ბავშვის საძინებლის მოწყობას უნდა გახსოვდეს ბავშვის პიროვნების თავისებურებები და ქცევა. თუ ენერგიული და აქტიური ბავშვი გყავს გამოიყენე ნათელი, მკვეთრი ფერები, ხოლო თუ ნაკლებად აქტიური და მშვიდია არჩევანი შეაჩერე ნეიტრალურ ფერებზე, რათა წყნარი გარემო და უსაფრთხოების განცდა შეუქმნა.
არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძენ ყველაფერს, რაც შენი პატარას იდეალური საძინებლის მოწყობისთვის დაგჭირდება. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა.