რჩევები სახლის საახალწლოდ მოსაწყობად
#ინტერიერი
ახალი წელი ახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ყველანი სამზადისში ვართ ჩართულები. ძალიან მნიშვნელოვანია სახლის მოწყობა ახალ წელს რომ ჯადოსნური განწყობით შევხვდეთ. თუ თქვენც საახალწლო დეკორაციების საუკეთესო იდეებს ეძებთ, ეს ბლოგი სწორედ თქვენთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა, სტუმრებს ელოდებით, თუ მხოლოდ ოჯახურ გარემოში აპირებთ აღნიშვნას, გამორჩეული განწყობა მაინც დაგჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები შთაგაგონებთ თქვენს სახლში საოცარი განწყობა და ახლაი წლის მოლოდინის სასიამოვნო განცდა შექმნათ.
სახლის საახალწლოდ მოწყობა ბევრ დეტალს მოიცავს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაძვის ხეა. ახლა ძალიან ტრენდულია სტანდარტული ნაძის ხის სხვადასხვა მასალისგან აწყობილით ჩანაცვლება, მაგალითაც წიგნებისგან აწყობილი და ბევრი განათებით. ასევე, მოდაშია დიდი ნაძვის ხეები და მისი ერთ ფერში მორთვა. შეგიძლიათ ფანტაზია გამოიყენოთ და კრეატიული, ყველასგან გამორჩეული საძვის ხე შექმნათ. საახალწლო დეკორაცია კი ერთ სტილში რომ იყოს, საერთო სურათს ქმიდეს, გამოიყენეთ ერთი ძირითადი ფერი და ორი დამატებითი ტონი.
დეკორაციის შეძენამდე აუცილებლად აირჩიეთ ფერები, რომლების გამოყენებასაც მორთულობაში აპირებთ. საახალწლო დეკორაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს სოციალიზაციას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბევრ სტუმარს არ ელოდებით. ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია ახალ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა განწყობა საერთო სწორედ ამიტომ, დრო დაუთმეთ მაგიდის მორთვას:
საახალწლოდ კარის მორთვა ძალიან კარგი იდეა, რადგან კარი პირველია, რასაც სტუმრები ხედავენ. შეგიძლიათ გამოიყენოტ ბანერი „გილოცავთ ახალ წელს“, განათება ან გირლადები.
ასევე, გამორჩეული სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად გირჩევთ სამ საახალწლო თემას:
1. ბოჰო - ბოჰემური შთაგონებით შექმნილი საახალწლო დეკორაციები შესანიშნავია ახალი წლის განწყობისთვის. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის ბალიშები, სანთლები და ბუშტები. ბოჰო ოდნავ მოდუნებული სტილია, მაგრამ ბინას სოფლის სახლის იერსახეს მისცემს, რაც პირდაპირ ასოცირდება დღესასწაულთან;
2. დისკო - დისკოთეკური დეკორაცია სტუმრებს აუცილებლად დააყენებს ცეკვის ხასიათზე. დარწმუნდით, რომ მინი საცეკვაო მოედნისთვის საკმარისი ადგილი გაქვთ. არ დაგავიწყდეთ დისკო ბურთები და გამოგადგებათ ყველაფერი, რაც ანათებს.
3. შამპანური - ეს ნამდვილად სასმელზე მეტია და უკვე ახალი წლის სიმბოლოდ იქცა. თვითონ შამპანურის გამოყენებაც შეგიძლიათ დეკორაციად. ასევე, ჩართეთ მეტალის ფერები და პატარა ბევრი ბუშტი.
თქვენი სახლის ყოველი ზედაპირი არის შესაძლებლობა შექმნათ რაიმე დასამახსოვრებელი და სადღესასწაულო. ცენტრალური ადგილის მახლობლად მდებარე კედელი შესანიშნავი ადგილია დეკორაციისთვის. კედელზე შეგიძლიათ ისეთი დეკორაცია განათავსოთ, რომ კარგი ადგილი იყოს ფოტოების გადასაღებად. ერთ-ერთი ვერსიაა ნათურების წვიმა, ბევრი ბუშტი ან საახალწლო პოსტერი. ზემოთაც ვახსენეთ დიდი კედლის საათი, რომლის მორთვაც და კედელზე ჩამოკიდებაც ახალი წლის მოლოდის სხვა ელფერს შესძენს. სადღესასწაულო გირლანდების ძალიან კარგი ვარიანტია დიდი კედლის გასაფორმებლად. ზოგადად, საახალწლო განწყობას ყვავილები ძალიან უხდება, შესაბამისად, ნებისმიერ დეკორაციაში შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი არჩეული სტილის შესაფერისი ყვავილები.
არქი ქარდით კი პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი საახალწლო დეკორაცია. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც ყველა არქელს ბინის შეძენისთანავე გადაეცემა საჩუქრად და ავეჯის, ტექნიკისა თუ სახლისთვის საჭირო ნივთების ფასდაკლებით შეძენის გარდა, შეძლებთ ისარგებლოთ საგანმამათლებლო, გამაჯანსაღებელი, გასართობი ცენტრებით და მიიღოთ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა მომსახურება. წარადგინეთ არქი ქარდი არქის პარტნიორ კომპანიებსა თუ მაღაზიებში და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით.