მარტივი რჩევები სახლში საშემოდგომო ინტერიერის შესაქმნელად
#ინტერიერი
შემოდგომის დადგომასთან ერთად ცივიც ამინდებიც დაიწყება. ეს საუკეთესო დროა სახლის თბილი და მიმზიდველი ფერებით მოსაწყობად, ფერებით, რომელიც სახლს სიმყუდროვეს შემატებს. არ აქვს მნიშვნელობა ახლიდან რთავ სახლს, თუ უბრალოდ ინტერიერის გადალამაზება გსურს, ამ ბლოგში წაკითხული რჩევები ორივე შემთხვევაში გამოგადგება.
თბილ ტონებზე გადასვლა
ზაფხულისთვის იდეალური იყო ცივი ტონები, როგორიცაა თეთრი, ლურჯი და მწვანე, აი, შემოდგომას კი თბილი ტონები უხდება, ამიტომ დროა ცივიდან თბილ ფერებზე გადახვიდე: მუქი წითელი, ნათელი ყვითელი და ყველა ფერი, რომელიც მათ დიაპაზონშია. ფერების არჩევისას შთაგონება შეგიძლია ნეკერჩხლის ფოთლების ცვალებადობიდან მიიღო. მოსალოდნელია, რომ მთლიანი ოთახის წითლად ან ყვითლად შეღებვა სიმყუდროვის მომტანი არ იყოს, ამიტომ ამოარჩიე შემოდგომის ფერთა პალიტრიდან და პატარა კედელი გადაღებე.
სიმყუდროვე
სახლში სიმყუდროვის გაზრდის კიდევ ერთი კარგი გზა შემოდგომის ფერთა დამამშვიდებელ ტექსტურებთან შერწყმაა, მაგალითად, ნაქსოვი ფარდაგები, ბალიშები და დივნის ნაზი გადასაფარებლები, რომლებიც წითელი, ნარინჯისფერი, ყავისფერი ან მათი ნაზავი იქნება.
ყვავილები
ლამაზი და მყუდრო დეკორის განუყოფელ ნაწილად კვლავ რჩება ყვავილები. მერე რა, რომ შემოდგომით ყვავილები ჭკნება. გამხმარი ყვავილები და ფოთლები შესანიშნავი გზაა შენი ბინის მოსართავად. გამხმარი ყვავილები ყვითელი, ნარჯინჯისფერი და წითელი ყვავილები შენს სახლს ძალიან მოუხდება. ამასთან ერთად, გამხმარ ყვავილებს და ფოთლებს ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.
სითბო
შეარჩიე ლამაზი სანთლები, რომელიც შენს სახლს სითბოს შემატებს და თუ კარგი სურნელიც გსურს, ვანილის და დარიჩინის სანთლები ზუსტად საშემოდგომო განწყობას შეგიქმნის.