ლიდერი დეველოპერული კომპანია არქისთვის საახალწლო პერიოდი განსაკუთრებით ჯადოსნურია. ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავისი დიდი ოჯახის წვრებისთვის, თითოეული არქელისთვის ახალი წლის დღეები მართლაც ჯადოსნურად აქციონ. ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორია ახალი წელი არქიში, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე გუნდის წევრი არქელებისთვის.
არქის დიდ ოჯახში უკვე 35 000-ზე მეტი არქელია. კომპანიაში ყოველთვის აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა და ეს უკვე არერთხელ დაამტკიცეს. ამ ზრუნვის ფარგლებში არქი განსაკუთრებით ემზადება ახალი წლისთვის. არქელებს რომ საზეიმო განწყობა შეუქმნას ყველა პროექტის ეზოს საახალწლოდ რთავენ, ასევე ირთვება არქის ოფისებიც. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან კი გრანდიოზული, კაშკაშა ნაძვის ხე დადგა და ამით განწყობას მთელ მოსახლეობას უქმნის. არქის გამორჩეული ტრადიციაა ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულზე არქელებისთვის საჩუქრების პირადად, კარდაკარ დარიგება და რა თქმა უნდა, წელსაც არქის მაცხოვრებლებს სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრები არქის გუნდის წევრებმა დაურიგეს.
არქისთვის კიდევ ერთი საახალწლო ტრადიციაა სპეციალურად არქელებისთვის კონცერტებისა და ღონისძიებების გამართვა. არქის მიერ გამართულ კონცერტებზე ყოველთვის იგრძნობა საოცარი მუხტი, ოჯახური და მეგობრული ატმოსფერო.
ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარი დღესასწაულის გარეშეც, არქი ხშირად მართავს თავისი დიდი ოჯახის წევრებისთვის ღონისძებებს, რათა არქელებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და ღირებული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეთ. უკვე გამართული ღონისძიებებია: ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში.
არქი რომ საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, სწორედ არქის გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. “არქის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ჩართულია, რომ არქელებთან დაკავშირებული ყველა საკითხი პოზიტიურად გადაწყდეს. გრანდიოზული კონცერტები, გასართობი ღონისძიებები, საახალწლოდ არქის კომპლექსების გამორჩეულად მორთული ეზოები - ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნეობდა არქის გუნდის, 250-მდე თანამშრომლის გარეშე და თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო.“ - განაცხადა არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ „ ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტის“ დაწყებისას.
რა თქმა უნდა, არქი თავის თანამშრომლებზეც გამორჩეულად ზრუნავს. ყოველ წელს, წინასაახალწლოდ კომპანია თავის გუნდის წევრებს საჩუქრებს ურიგებს და საახალწლო სამზადისის მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს, გუნდის თითოეულ წევრს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას.
როცა ვამბობთ, რომ არქიში ახალი წელი ჯადოსნურია სწორედ ამ ზრუნვას, კომპანიასა თუ საცხოვრებელ კომპლექსებში არსებულ საოცარ, სადღესასწაულო ატმოსფეროს, აკაშკაშებულ ეზოებსა და ოფისებს, დიდი ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთთან დადებითი ემოციების გაზიარებას და იმ შეგრძნებას ვგულისხმობთ, რომ არქი მართლაც დიდი ოჯახია.