როგორ ზრუნავს არქი გარემოზე?
#გამწვანება
არქი გარემოს ზრუნვასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენი თითოეული მშენებარე თუ დასრულებული პროექტისთვის სხვადასხვა ფართის რეკრეაციული ზონა გამოვყავით. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად იყოფა: სპორტული თუ საბავშვო სივრცე, საპარკინგე ზონა, მოსასვენებელი სივრცე. არქი გარემოზე სხვა კუთხითაც ზრუნავს. კომპანია ხშირად აწყობს გარემოსდაცვით სხვადასხვა ღონისძიებას. არქის თანამშრომლები და მაცხოვრებლები ერთიანდებიან და ერთობლივი ძალებით ტრადიციულ გამწვანების აქციას უერთდებიან. შედეგად, ჩვენი მრავალი პროექტი ბუნებრივად ძალიან გამწვანებულია, რადგან ძალისხმევას არ ვიშურებთ დავრგოთ უამრავი ხე. მაგალითად, არქი ისანის ეზოში 200 ძირი მარადმწვანე და დეკორატიული ხის ნერგი დავრგეთ, არქი მუხიანში - 200-ზე მეტი ბუჩქოვანი და წიწვოვანი ხის ნერგი, არქი დიღომში კი - 150-ზე მეტი ხის ნერგი. ჩვენი მშენებლობის მთავარი კონფეციაა, დავრგოთ თითო ხე ყოველ 10 კვადრატულ აშენებულ ხეზე.
არქის გარემოზე ზრუნვა ენერგოეფექტურ მშენებლობებშიც გამოიხატება. ჩვენი ნებისმიერი პროექტი შენდება ხარისხიანი თუ ენერგოეფექტური მასალებით. სულ ცოტა ხნის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) არქი თაუერი საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა. არქი თაუერი იმ საუკეთესო 6 პროექტში მოხვდა, რომლებსაც საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების პროცესებში წვლილის შეტანისთვის პრიზი გადაეცათ. პრეზენტაციაზე, რომელიც მწვანე ეკონომიკის დაფინანსებას ეხებოდა, არქი თაუერი საქართველოში ერთადერთ საცხოვრებელ კომპლექსად იყო წარმოდგენილი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.
არქი თაუერი არქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსია. კომპანიის სხვა პროექტების მსგავსად მისი ბინებიც შენდება საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებით, რომლებიც გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური თვისებებით. 24-სართულიანი, პრემიუმ კარკასის პროექტი არქი თაუერი ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდებარეობს. ბინების უმაღლესი ხარისხი, რემონტის სრული პაკეტი, იტონგის ენერგოეფექტური ბლოკი, დაბალემისიური მინები, დათბუნებული ფასადი, ფიტნესცენტრი, მაღალეფექტურობის ლიფტი, დახურული ავტოსადგომი და გამოყოფილი კომერციული სივრცე - გასაკვირი არაა, რომ არქი თაუერს მაღალი ენერგოეფექტურობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ენერგოეფექტური მშენებლობების ზრდას მრავალი ბენეფიტი აქვს. ეს არის სათბური გაზების ემისიის შემცირება, წყლის, ჰაერისა და მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის კომფორტისა და ჯანმრთელობის დონის გაზრდა, კომუნალური გადასახადების შემცირება და სამშენებლო სექტორში ინოვაციების დამკვიდრება. არქის შენობებს ენერგოეფექტურობის მიღწევაში იტონგის ბლოკი ეხმარებათ. ეს არის მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, რომელიც ხარისხით გამოირჩევა. ბლოკი ენერგოეფექტურთან ერთად არის ცეცხლგამძლე, ხმაგაუმტარი, სუნთქვადი და მისი გადამუშავება ან ისევ წარმოების პროცესში დაბრუნება მარტივად შესაძლებელია.