არქი ვუდი - საოცნებო პროექტი დიღმის მასივში
#სხვა
საოცნებო ბინა თბილისში რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იდეალურ ლოკაციას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და რეკრეაციული სივრცეების არსებობას მოიაზრებს, ხარისხიან მშენებლობასა და უსაფრთხო გარემოს. სწორედ ამ კრიტერიუმებს ითვალისწინებს არქი ვუდის მშენებარე პროექტი. არქი ვუდი თბილის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე უბანში, დიღმის მასივში, დიღმის ტყესთან ახლოს მდებარეობს. სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, ბინის შეძენის მსურველები არქი ვუდს ირჩევენ, ეს იდეალური ლოკაციაა.
არქი ვუდი არქის სხვა პროექტების მსგავსად მაღალი ხარისხის მასალებით შენდება. ერთ-ერთი მთავარი მასალა გერმანული წარმოების სამშენებლო ბლოკი იტონგია. ცეცხლგამძლე ბლოკი ხარისხითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა. იტონგი ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში და ხასიათდება ენერგოეფექტური თვისებებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სახლის გასათბობად ან გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ენერგოეფექტურია დაბალემისიური მინებიც, რომელიც არქი ვუდის ბინებში მეტალოპლასტმასის ფანჯრებში იქნება ჩასმული. მინები 30 %-ით ამცირებს თბოგამტარობას და სითბოს ბინაში ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, თქვენი სახლის გასათბობად ან გასაგრილებლად ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არაა საჭირო და, შესაბამისად, კომუნალური გადასახადებიც მცირდება. იტონგთან ერთად არქი ვუდი ბელგიური Weinberger-ის აგურით მოპირკეთდება. ეს პროექტის არქიტექტურას განსაკუთრებულ ვიზუალს მიანიჭებს.
ეკოლოგიურად სუფთა მასალები და მაღალხარისხიანი მშენებლობა არქისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ამიტომ არქის ახალი პროექტები, მათ შორის, არქი ვუდი პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი ქართულ სამშენებლო ბაზარზე ინოვაციური შეთავაზებაა, რომელიც, ფაქტობრივად, მწვანე კარკასს უტოლდება. როდესაც არქი ვუდის მშენელობა დასრულდება, ბინაში შესვლისთანავე თქვენ დაგხვდებათ თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები, დაბალემისიური მინები, მოჭიმული იატაკი, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და სხვა. ამ ყველაფრის შემდეგ, თქვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება მოგიწევთ, რაც მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს: ბინაში საცხოვრებლად მალევე გადახვალთ.
არქი ვუდს ღია და 3-დონიანი დახურული ავტოსადგომი აქვს. პარკინგი 165 მანქანაზეა გათვლილი. მაცხოვრებლისთვის ეს დიდი კომფორტია, რადგან მათ შეუძლიათ საკუთარი მანქანა საცხოვრებელი პროექტის ავტოსადგომში დააყენონ და თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.
მიუხედავად იმისა, რომ არქი ვუდი ტყესთან ახლოს მდებარეობს და მისთვის სიმწვანე უცხო არ არის, არქიმ პროექტის ტერიტორიაზე 60 დიდი ნაძვის ძირი დარგო. პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ადგილას გამწვანება კიდევ დაემატება. ჯამში არქი ვუდს 3 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა ექნება.
თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხის მასალებით მშენებარე პროექტი იქმნება იმისთვის, რომ მომავალ მაცხოვრებელს ცხოვრების მაღალი ხარისხი, სიმშვიდე და უსაფრთხოება შეუქმნას.