მაცხოვრებლის კომფორტისთვის შექმნილი არქი ვარკეთილის საცხოვრებელი სახლები
#სხვა
ვარკეთილი თბილისში ყველაზე მოთხოვნადი უბნების პირველ სამეულში შედის. არქიში ბინის შეძენის მსურველების ინტერესებიდან გამომდინარე, არქის პროექტების რიცხვს ვარკეთილში მშენებარე 3 საცხოვრებელი სახლიც დაემატა. არქი ვარკეთილი საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ის ვარკეთილის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, საიდანაც მეტროსადგური „ვარკეთილი“ სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა. ამდენივე დრო დაგჭირდებათ ისთ ფოინთში მისასვლელად, სადაც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ნივთს შეიძენთ. არქიში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლების გარშემო არის მოწყობილი. არქი ვარკეთილის გარშემო კი ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის განვითარებული: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარტივად ხელმისაწვდომია, სასურსათე მაღაზიები, სკოლები და ბაღი კი პროექტის გარშემო მდებარეობს.
არქი ვარკეთილი A და არქი ვარკეთილი B ვარკეთილის მე-3 მასივში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე მდებარეობს, არქი 2-ის მშენებარე პროექტი კი - ხომლელის ქუჩის მიმდებარედ. განვიხილოთ თითოეული პროექტი.
არქი ვარკეთილი A ამ უბანში არქის პირველი პროექტია. 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლი 195 ბინას იტევს. ორდონიანი ღია და დახურული ავტოსაგომი 88 მანქანაზეა გათვლილი. ამ საცხოვრებელი სახლისთვის თითქმის 1 ჰა-ის ზომის, კონკრეტულად, 8 000 კვ.მ, რეკრეაციული ზონა გამოიყო. არქიში მწვანე სივრცეების არსებობა პრიორიტეტულია. დიდი ზომის რეკრეაციული სივრცე ყველა თაობის არქელისთვისაა გათვლილი. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა ქმნის იმ მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც ნებისმიერი არქელი მეგობრებთან და მეზობლებთან ერთად დროს ხალისიანად გაატარებს. არქი გეგმავს ამ სივრცის გამწვანებას. გამწვანების აქციის ფარგლებში კი მონაწილეობას აქ მაცხოვრებლებიც მიიღებენ.
14-სართულიანი საცხოვრებელი სახლი თავისი პატარა ფართის ბინებით გამოირჩევა. არქის პროექტებს შორის, არქი ვარკეთილი B-ს პროექტში ყველაზე მინიმალური ზომის ბინა მდებარეობს. მისი ფართი 31.6 კვადრატული მეტრია. არქის გამოცდილი და პროფესიონალი არქიტექტორები მაცხოვრებლებს ინდივიდუალურ გეგმარებას სთავაზობენ, შედეგად არქელები ისეთ დაგეგმარებულ ბინას იღებენ, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდნენ.
18-სართულიანი საცხოვრებელი პროექტიდან თბილისის ულამაზესი, პანორამული ხედები იშლება.
არქი ვარკეთილის 3-ვე საცხოვრებელი პროექტი მაღალი ხარისხის მასალებით შენდება. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, არქის პრიორიტეტია. სწორედ, ამიტომ, არქი საქართველოში საუკეთესო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც, საბოლოო ჯამში, ხარისხს ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალა, რკინა-ბეტონი, ჰაიდელბერგის წარმოებისაა. ასევე მნიშვნელოვანია იტონგი - ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული სამშენებლო მასალა. მისი უპირატესობა ენერგოეფექტური თვისებებია. ამ მასალით აშენებული შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად ზამთარსა და ზაფხულში 40%-ით ნაკლები ენერგია ესაჭიროება. ბლოკი ასევე ცეცხლგამძლეა, რომელიც ყველა სტანდარტს ითვალისწინებს. ზოგადად კანონმდებლობით გათვალისწინებულია 2-საათიანი ხანძარმედეგობის უნარი, იტონგის ბლოკის შემთხვევაში კი ეს რიცხვი გაორმაგებულია და მას 4-საათიანი ხანძარმედეგობის უნარი აქვს. ენერგოეფექტურია დაბალემისიური მინებიც, რომლებიც ევროპული წარმოების მეტალოპლასტმასის კარფანჯარაშია დაყენებული. საბოლოო ჯამში, მაცხოვრებელი 80%-ზე მეტ ენერგიას ზოგავს და ამით კომუნალური გადასახადების რიცხვს ამცირებს. რაც შეეხება ექსტერიერს, არქი ვარკეთილის საცხოვრებელი სახლები ვინერბერგერის ბელგიური წარმოების აგურით არის მოპირკეთებული. ეს კი კორპუსის დიზაინს უფრო ესთეტიკურად ლამაზსა და ეფექტურს ქმნის.
არქი ვარკეთილის პროექტების არქიტექტურული გეგმარების მახასიათებლები უახლესი რეგულაციების შესაბამისად არის დამუშავებული. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები პროექტებში ძალიან კარგად არის დაცული. ეს კი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტებში არის სახანძრო საევაკუაციო კიბის უჯრედები, სახანძრო-სამაშველო ლიფტები, რომლის საშუალებითაც როგორც ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობაა შესაძლებელი, ასევე ტვირთის გადატანა და ფორსმაჟორულ სიტუაციებში გამოყენება.
არქი ვარკეთილის პროექტში ბინის ყიდვა გადახდის საუკეთესო პირობებით შეგიძლიათ. 12 წლამდე განვადება და არანაირი პირველადი შენატანი ამ პროცესს ბევრად გაგიმარტივებთ. ერთიანი გადახდით კი შეგიძლიათ ბინა ფასდაკლებული ფასით შეიძინოთ.