რატომ უნდა აირჩიოთ საცხოვრებლად არქი უნივერსი
#სხვა
ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის ისტორია 2006 წლიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ დაასრულა 48 პროექტის მშენებლობა თბილისის ყველა უბანში და 1 საერთაშორისო სტანდარტის აპარტოტელის მშენებლობა მაღალ მთიან კურორტ ბაკურიანში. ამ ეტაპზე 20 პროექტი შენდება თბილისში, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე. არქის ყველა პროექტი გამორჩეულია, ამ ბლოგში კი ერთ-ერთი მათგანი უნდა გაგაცნოთ. ჩვენ მოგიყვებით არქი უნივერსის შესახებ - არქის კომპლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა აირჩიოთ საცხოვრებლად. მიზეზებს კი ჩვენს ბლოგში წაიკითხავთ.
არქის ელიტარული კომპლექსი საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე შენდება. არქი უნივერსი თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის. კომპლექსი გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით და მაქსიმალურადაა მორგებული მაცხოვრებლების კომფორტზე.
26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 257 ბინას მოიცავს და ისეა დაპროექტებული, რომ მობინადრეებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. არქი უნივერსის ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული სივრცე აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება ევროპული სტანდარტების ფიტნეს დარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი. ეს ყველაფერი თითოეული არქელის კომფორტულად ცხოვრებას უზრუნველყოფს.
საცხოვრებელი კომპლექსი საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნაწილში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, კომფორტულ ადგილას შენდება. სწორედ კომპლექსის წინ მიმდინარეობს ბაგებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც არქელებს საბურთალოდან ვაკესა და წყნეთში მოხვედრას გაუმარტივებს. არქი უნივერსიდან მარტივია მასშტაბურ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლთან“ მოხვედრა, რამდენიმე მეტრშია ახალი სპორტის სასახლე, ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრი „კურაციო“ და სხვა საჭირო ობიექტები. კომპლექსის მდებარეობის გარდა უნდა აღინიშნოს არქის ბინები, რომლებიც ისეა დაპროექტებული, რომ თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. არქი უნივერსი არის მრავალფუნქციურ კომპლექსში, სიმყუდროვეში, ყველაფრით უზრუნველყოფილად, მოთხოვნად ადგილას ცხოვრების შესაძლებლობა.
თითოეული არქის კორპუსი შენდება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით. მათ შორის გამორჩეულია გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს, ამის დამსახურებით გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. იტონგის ბლოკი პროექტის სიმყარის გარანტიაა და ყველაფერთან ერთად ხანძარგამძლეა.
არქი უნივერსის ექსტერიერზეც აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, რომელიც გამორჩეული და დახვეწილია. ეს კი მინის მოაჯირების და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტას დამსახურებაა. ტერაკოტა გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში იწარმოება და ვიზუალის გარდა გამოირჩევა იმით, რომ ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე, ხანძარგამძლეა და გათვლილია ქარის უძლიერეს დატვირთვაზე. ტერაკოტა მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებელ საუკეთესო მასალადაა აღიარებული. არქი ყოველთვის ყურადღებას აქცევს თავისი პროექტების იერსახეს, იმას, რომ ურბანულ განვითარება შეუწყოს ხელი. არქი უნივერსი კი სწორედ ის საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და აქტიურ, მრავალფეროვან სივრცეს შექმნის.
არქი უნივერსში ბინის შეძენა მომხმარებელზე მორგებული, გადახდის საუკეთესო პიროებებითაა შესაძლებელი. ბინის შეძენის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 12 წლამდე განვადებით, შემოსავლების დადასტურებისა და ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე. ლიდერი დეველოპერული კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომფორტულად, საკუთარ ბინაში ცხოვრების საშუალება მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მისცეს. მათთვის კი, ვისაც ბინის შეძენა ერთიანი გადახდით სურთ არქის სპეციალური ფასდაკლებებები აქვს.
არქიში მომხმარებელს მაღალი ხარისხის და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. პერსონალური მრჩევლები ბინის შეძენის თითოეულ მსურველს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და დაეხმარებიან საოცნებო სახლის შერჩევაში. საჭიროების შემთხვევაში მათზე მროგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ და ყველანაირი ბიუროკრატიის გარეშე გაუფრომებენ ბინას. არქის ნებისმიერი პროექტის შესახებ კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22