არქი ისანი - კომპლექსის მახასიათებლები და სერვისები
#ინტერვიუ
არქის გამორჩეული ელემენტი - ბინის შეძენის შემდეგ მომხმარებელზე ზრუნვაა. თამარ ჟამუტაშვილი არქის პერსონალური ასისტენტია, რომელიც ვრცლად გაგაცნობთ მისი საქმიანობის შესახებ.
როგორ ზრუნავს არქი მომხმარებელზე ბინის შეძენის შემდეგ?
არქიში ვმუშაობ 2020 წლის თებერვლიდან, პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე, რაც მოიცავს მომხმარებლისთვის ოჯახური გარემოს შექმნას და მათ დახმარებას ბინის შეძენის შემდგომ, ამიტომ ვფიქრობ ჩემი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია არქის მთავარ ღირებულებებთან - ოჯახი და მომხმარებლებზე ზრუნვა.
როდესაც მომხმარებელი ბინას შეიძენს, ჩვენ ვუკავშირდებით მათ, ვულოცავთ შენაძენს და მათთან ერთად გავდივართ კონსულტაციას ბინის სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, თუ მშენებარე პროექტზეა საუბარი, მათ ჩვენთან ერთად შეუძლიათ ბინის ნახაზის შეცვლა, ტიხრის დამატება, გაყვანილობების დაგეგმარება, იურიდიული საკითხების მოგვარება და ა.შ. ეს ყველაფერი ხდება ძალიან მყუდრო და ოჯახურ გარემოში, ჩვენი ისნის ოფისიც სწორედ ამ კონცეფციით არის დაპროექტებული, ჰოუმ-ოფისის ინტერიერი და ჩვენი გუნდის წევრების დამოკიდებულება თავს სახლში გაგრძნობინებთ. ვფიქრობ ეს მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ და ჩვენთან სახლს იძენენ.
რომელი პროექტის სერვისების წარმომადგენელი ხართ ამჟამად?
წარმოიდგინეთ 27 000 კვ.მ მიწის ფართობი, სადაც 5 საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად გათვალისწინებულია სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საბავშვო ბაღი, სკოლა, გასართობი და სპორტული მოედნები და 10 000 კვ.მ გამწვანებული ეზო. არქი ისანი რომელიც აერთიანებს A, B, C, D, და E პროექტებს არის კომპლექსი, რომელიც მულტიფუნქციურ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. სხვა ბენეფიტებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ისნის საუკეთესო ადგილას, მეტროდან 2-3 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. პროექტი აერთიანებს 2000-მდე ბინას და 600-მდე გადახურულ პარკინგს.
რა გამოარჩევს არქის სხვა სამშენებლო კომპანიებისგან?
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის აშენებულია უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით, მათ შორის Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკით. მასალის თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. ეს კი საშუალებას იძლევა, რომ მესაკუთრე გარემოსაც გაუფრთხილდეს და ბინის გათბობასა თუ გაგრილებაზე თანხაც დაზოგოს. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
ჩემი საქმიანობის საყვარელი ნაწილია, როდესაც დიდი გაწეული რესურსის შემდეგ მომხმარებელს ვაბარებთ სახლს და ვაძლეთ გასაღებს. მათგან ემოციების მიღება და ახალ სახლში გადასვლის აღტაცება ყოველთვის პოზიტიურად მმუხტავს და რა თქმა უნდა, ჩემგანაც იგივე ენერგიას იღებენ.
რა პრიორიტეტებზე დგას პერსონალური ასისტენტის პროფესიონალიზმი?
კარგი პერსონალური ასისტენტის მთავარი ამოცანაა ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლის გულდასმით მოსმენა, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულობა, უსიამოვნებების დროს პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და გავრცელება, კომპანიისა და მომხმარებლის ინტერესების პროპორციული გათვალისწინება.
ვთვლი, რომ ამ პუნქტების მნიშვნელობის გააზრებისა და ათვისების დამსახურებაა ის, რომ მომხმარებლებთან ძალიან ახლო და ოჯახური ურთიერთობა მაქვს, რაც რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მათ კმაყოფილებასა და კომპანიის სახელზე.
არქი მის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიური სამშენებლო მასალებისა და ინდივიდუალური პერსონალური ასისტენტის სერვისის გარდა ასევე სთავაზობს არქი ქარდს. არქი ქარდის საშუალებით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით საოჯახო ტექსტილის, ავეჯის, დეკორაციებისა და მცენარეების მაღაზიებში. ფასდაკლების ბარათებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე იხილოთ.
ავტორი - მარიამ როხვაძე