არქი საბურთალოს კომპლექსი თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბანში
#სამშენებლო მასალები
დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. არქის ბინები თბილისში, ყველა უბანში მდებარეობს. ბინების ყიდვის მხრივ, საბურთალო უბნებს შორის ლიდერია, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება იყიდება. სწორედ ამიტომ არქის ერთ-ერთი საცხოვრებელი პროექტიც საბურთალოზე, ყოფილ ჯიქიას ქუჩაზე მდებარეობს. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების შედეგად, ამ ლოკაციაზე 4 საცხოვრებელი ბლოკის აშენება გადაწყდა.
A ბლოკი არქი საბურთალოს კომპლექსის პირველი საცხოვრებელი შენობაა, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია. 22-სართულიანი ბლოკი 210 ბინას აერთიანებს და უმეტეს მათგანში არქელები ბედნიერად ცხოვრობენ.
დასკვნით ეტაპზეა B ბლოკის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და მხოლოდ შიდა მცირე კომუნიკაციების გაყვანაა დარჩენილი. 18-სართულიანი შენობა 105 ბინას აერთიანებს.
საბურთალო C კომპლექსის რიგით მესამე ბლოკია, რომლის მშენებლობაც ასევე აქტიურად მიმდინარეობს. 14-სართულიან შენობაში ბინის მინიმალური ფართი 42 კვ.მ-ია, რაც ბინის შეძენის მსურველებს უძრავი ქონების ფართო და მისაღებ არჩევანს სთავაზობს.
D ბლოკი არქი საბურთალოს პროექტის ბოლო, დასკვნითი ეტაპია, რომელიც პროექტის შემკრავ ბლოკად გვევლინება. ეს ამ ტერიტორიის უკანასკნელი ნაწილია, რომელიც მთელ ამ განაშენიანებას დაასრულებს.
რაც შეეხება თავად იმ მიწის ნაკვეთს, სადაც არქი საბურთალოს კომპლექსი მდებარეობს, ის 1 ჰა ტერიტორიას მოიცავს. ეს უკანასკნელი დაგეგმარებისას 2 ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილში საცხოვრებელი შენობები გამთავსდა, მეორე კი რეკრეაციული სივრცისთვის გამოიყო. დასასვენებელი ზონა მოიცავს საბავშვო სივრცეებსა და სპორტულ მოედნებს. გამწვანებული ტერიტორია მაცხოვრებლების ცხოვრების დონეს აუმჯობესებს და მათ განწყობაზე დადებითად აისახება.
არქი საბურთალოს კომპლექსის 4-ვე ბლოკი უახლესი რეგულაციების მიხედვით არის დაგეგმარებული, რომლებიც, თავისთავად, უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი სახანძრო უსაფრთხოებას გულისხმობს. რაც შეეხება გადასაადგილებელ საშუალებებს, გამოიყენება კიბის უჯრედები და ლიფტები. 1 600-კილოგრამიანი ლიფტები დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა, რომელთა საშუალებითაც ტვირთის გადატანაა შესაძლებელი. ასევე გარკვეული რეგლამენტის დაცვით ისინი გამოიყენება ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი.
არქი საბურთალოს კომპლექსი მაღალი ხარისხის მასალებით შენდება. მშენებლობაში 3 ის ძირითადი სამშენებლო მასალა გამოიყენება, რომელსაც არქი ტრადიციულად იყენებს ხოლმე. ესენია: ჰაიდელბერგის ბეტონი, ევროპული ხარისხის ლითონი და იტონგის ბლოკი. ჰაიდელბერგის მიერ წარმოებული ბეტონი ევროპაში თავისი ხარისხითა და გამძლეობით არის გამორჩეული. ევროპული ხარისხის ლითონი საიმედო რკინის ბეტონის კარკასს ქმნის. ამ უკანასკნელის დასამუშავებლად კი დათბუნების სხვადასხვა საშუალება გამოიყენება, რაც შენობას ენერგოეფექტურს ქმნის. რაც შეეხება იტონგის ბლოკს, რომელიც შემავსებელი მასალაა და მისი საშუალებით არქის პროექტები შენდება, გერმანული წარმოებისაა. ეს არის ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული სამშენებლო მასალა. ამ მასალით აშენებულ შენობას ზამთარში ბინის გასათბობად, ზაფხულში კი - გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია სჭირდება. ენერგოეფექტურია ასევე დაბალემისიური მინებიც, რაც ჯამში კომუნალურების შემცირებას უზრუნველყოფს. საბოლოოდ კი, ეს დეტალები ხარისხიან მშენებლობას და სტაბილურობის შეგრძნებას ქმნის.
არქი საბურთალოს პროექტი ასევე მოიცავს ავტოსადგომებს, რომლებიც 3-სართულიანია. 2 სართული მიწისქვეშა პარკინგისთვისაა დათმობილი, 1 კი მიწისზედა ავტოსადგომისთვის. ყოველი მეორე და შემდეგი სართულები კი საცხოვრებელი ფუნქციის მქონე სივრცეებისთვისაა განკუთვნილი.