არქის გამორჩეული პრემიუმ კლასის პროექტი არქი რივერთაუნი
#სხვა
არქის ამ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა უბანში 19 მიმდინარე პროექტი აქვს. ჩვენს ბლოგში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი სახლის, არქი რივერთაუნის შესახებ მოგიყვებით.
არქი რივერთაუნი პრემიუმ კლასის პროექტია, რომელიც ერთდროულად პრესტიჟულ უბანსა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა. პრემიუმ კლასის პროექტი პრესტიჟულ უბან „დიღომი 8-ში“, აღმაშენებლის ხეივანზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება.
5-სართულიან საცხოვრებელ სახლ არქი რივერთაუნ A-ში კომფორტულ ბინებთან ერთად მაცხოვრებლებს დახვდებათ: ღია აუზი და სპა რელაქსაციისთვის, ფიტნეს დარბაზი და სპორტული მოედანი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ლაუნჯი და დასასვენებელი სივრცეები განტვირთვისთვის, 5000 კვ.მ. გამწვანებული ეზო. არქელების ყოველდღიური კომფორტისთვის არქი რივერთაუნის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეები, სუპერმარკეტები და აფთიაქი.
სამშენებლო მასალები
არქი ყველა პროექტში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს იყენებს. არქი რივერთაუნი ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა გერმანული სამშენებლო ბლოკით YTONG-ით შენდება. იტონგის ბლოკი ინარჩუნებს ტემპერატურას და ყველა სეზონზე 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს. ფასადი მოპირკეთდება FunderMax-ის მასალით. მშენებლობაში ასევე გამოიყენება Heidelbergcement-ის ბეტონი, დაბალემისიური მინები და Caparol-ის მოსაპირკეთებელი მასალა.
ბინები არქი რივერთაუნში
პრემიუმ კლასის პროექტ არქი რივერთაუნში ბინის მინიმალური ფართი 61.4 მ2-ია. ბინები ბარდება პრემიუმ კარკასით, რაც მოიცავს ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას, მოჭიმულ იატაკს, იზოთაბაშირით გალესილ კედლებს, დამონტაჟებულ გათბობის მილებს, ბინამდე მიყვანილ ცენტრალურ დგარებს, აივანზე დაგებულ კერამოგრანიტის ფილებს, ელექტროობის გამართულ ქსელსა და შესასვლელ რკინის კარს.
არქი რივერთაუნი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის გარდა იქნება ადგილი, სადაც არქელები, როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრები კიდევ უფრო დაახლოვდებიან, დაისვენებენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ.