არქის არქიტექტორი, სანდრო კორკოტაშვილი, ახალი პროექტის „არქი კიკვიძის ბაღთან“ შესახებ
#ინტერვიუ
ნაძალადევი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია, სადაც ბინის შეძენის მსურველები ხშირად საბოლოო არჩევანს აკეთებენ ხოლმე. სწორედ, დიდი მოთხოვნის გამო, არქიმ თავის მრავალრიცხოვან პროექტებს ახალი საცხოვრებელი სახლიც „არქი კიკვიძის ბაღთან“ მიუმატა. ნაძალადევის უბანში ეს არქის პირველი პროექტია, რომლის მშენებლობის დასრულებაც ძალიან მალე იგეგმება.
24-სართულიანი საცხოვრებელი პროექტი 346 ბინას გააერთიანებს და ამდენივე ოჯახის მყუდრო სახლად გარდაიქმნება. პროექტის არქიტექტორი სანდრო კორკოტაშვილია. საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას მაღალი ხარისხის მქონე მასალები იქნება გამოყენებული, მაღალი ხარისხი კი, სანდროს თქმით, არქის ნიშაა.
„როგორც არქის ყველა სხვა პროექტისთვის, ნაძალადევის ამ საცხოვრებელი სახლისთვისაც უმაღლესი ხარისხის მასალები შეირჩა. ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოვიყენებთ HPL პანელებს, რომლებიც სიმდგრადითა და ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. ეს მასალა უძლებს ქარს, წვიმას და თავის პირვანდელ სახეს მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ასევე სიმყარის და სიმდგრადის გარანტიაა ჰაიდელბერგცემენტის მიერ მოწოდებული რკინა-ბეტონის მასალა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო იტონგის ბლოკი, რომლის გარეშეც ჩვენი არცერთი პროექტი არ შენდება. ამ ენერგოეფექტური სამშენებლო მასალით აშენებული კორპუსის გასათბობად ან გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ეს კი ჩვენი მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორჯერ ამცირებს“, - ამბობს სანდრო.
პროექტში „არქი კიკვიძის ბაღთან“ გათვალისწინებულია 3-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც 145 მანქანას დაიტევს. მეორე სართულზე კომერციული ფართიც განთავსდება. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, პროექტისთვის ნახევარ ჰექტარზე მეტი დასასვენებელი სივრცე გამოიყო, სადაც საბავშვო მოედნისა და 4 სტადიონის განთავსება იგეგმება.
თუ რატომ უნდა შეიძინოს მომავალმა არქელმა ბინა პროექტში „არქი კიკვიძის ბაღთან“, სანდრო თვლის, რომ ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„პირველ რიგში, ეს ადგილმდებარეობაა. ფაქტობრივად, ნაძალადევი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია, რომელიც თავისი მრავალფეროვანი მაცხოვრებლებით გამოირჩევა. ჩვენი პროექტი ნაძალადევის ცენტრში მდებარეობს და მის გარშემო ინფრასტრუქტურა იდეალურად არის განვითარებული. პროექტთან მისვლა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან მარტივია. გეგმაში გვაქვს შიდა რეკრეაციული ზონის გაშენება, სადაც დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე მეტი გამწვანებული ტერიტორია იქნება,“ - ამბობს სანდრო.
სანდროს აზრით, პროექტი „არქი კიკვიძის ბაღთან“ ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა თუ ოჯახური მდგომარეობის მქონე ადამიანისთვის არის განკუთვნილი.
„ჩვენს პროექტთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, კიკვიძის ბაღია. ამ ულამაზეს და უმწვანეს ადგილას ნებისმიერი გემოვნების ადამიანი თავის სივრცეს იპოვის. განსაკუთრებით ის ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ პატარა შვილები, ცხოველები თუ ასაკში შესული მშობლები, ამ ბაღის სიახლოვე მათთვის ძალიან დიდი ბენეფიტი იქნება,“ - თვლის სანდრო.