არქის ახალი პროექტები, რომელთა მშენებლობაც 2020 წელს დაიწყო
#სხვა
2020 წელი არქისთვის ბევრი სიახლის მომტანი აღმოჩნდა. ამ წლის განმავლობაში, არქიმ ბინის შეძენის მსურველებს 6 დასრულებული პროექტი და 8 ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შესთავაზა. არქის დიდ ოჯახს 1 500 არქელი შეუერთდა და, საბოლოო ჯამში, მათი რაოდენობა 15 000-საც კი გადასცდა.
არქი ვარკეთილი 2, არქი ვარკეთილი B, არქი ვარკეთილი C, არქი ქავთარაძე, არქი ისანი E, არქი საბურთალო D, არქი კიკვიძის ბაღთან და არქი კოხტა ბაკურიანში - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელთა მშენებლობაც არქიმ 2020 წელს დაიწყო.
არქი ვარკეთილი
არქი ვარკეთილის ბინები თბილისში ერთ-ერთ მოთხოვნად ლოკაციაზე შენდება. არქი ამ უბანში ორ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს, რომელიც სხვადასხვა ქუჩაზე მდებარეობს და რამდენიმე შენობას აერთიანებს. 2020 წელს მათ რაოდენობას შეემატა: არქი ვარკეთილი 2, არქი ვარკეთილი B და არქი ვარკეთილი C. ამ პროექტის უპირატესობა ისაა, რომ ბინების ფართი სულ რაღაც 30.6 კვადრატული მეტრიდან იწყება. არქი იმ ადამიანებს ფართო არჩევანს სთავაზობს, რომლებსაც მცირე ზომის უძრავი ქონების შეძენა სურთ.
არქი ისანი E
2020 წელს, არქი ისნის გამორჩეულ კომპლექსს, მეხუთე და ბოლო მშენებლობა დაემატა. საცხოვრებელი კომპლექსი ულამაზესი ეზოთი და არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობით გამოირჩევა. სულ მალე, არქი ისნის პროექტში იქნება: სკოლა, საბავშვო ბაღი, სასტუმრო, კომერციული სივრცე და სავაჭრო ცენტრიც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაცხოვრებლებს ყველა საჭირო ობიექტი კომპლექსშივე ექნებათ, შესაბამისად, ისინი დაზოგავენ დროს და ენერგიას. არქი ისანი თავისი ეზოთი არის გამორჩეული, რომელიც აერთიანებს საბავშვო თუ სპორტულ სივრცეებს, სარბენ, საველოსიპედო ბილიკებსა და ფანჩატურს. ამ გამწვანებული რეკრეაციული სივრცის არსებობა მაცხოვრებლებს აახლოებს ერთმანეთთან და მათ ჯანსაღ გარემოს უქმნის.
არქი საბურთალო D
არქი საბურთალოს კომპლექსს მეოთხე საცხოვრებელი სახლი, არქი საბურთალო D, შეემატა. 17-სართულიანი კორპუსი 160 ბინას გააერთიანებს და მომავალ მაცხოვრებელს პრემიუმ კარკასით ჩაბარდება. პრემიუმ კარკასი მოიცავს სრულ თეთრ კარკასს, რომელსაც დამატებული აქვს გათბობის მილები და დაბალემისიური მინები. არქი საბურთალო D-ს გეგმარება ირგვლივ არსებულ გარემოს სრულად შეესაბამება. თავად არქი საბურთალოს კომპლექსში კი 5 000 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონაა გათვალისწინებული, რომელიც საბავშვო და სპორტულ მოედნებს აერთიანებს.
არქი ქავთარაძე
ახალი პროექტი ქავთარაძისთვის არქის პირველი საცხოვრებელი კომპლექსია. შენობის მშენებლობა უკვე დიდი ხანია დაიწყო და ის მაღალი ხარისხის მასალებით მიმდინარეობს. 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მოსაპირკეთებლად კაპაროლის დეკორატიული აგური და ალუკაბონდის მოსაპირკეთებელი მასალა გამოიყენება. არქი ქავთარაძის პროექტისთვის ასევე გამოიყო 1 500 კვ.მ-ის რეკრეაციული ზონა და 2-დონიანი ღია/დახურული ავტოსადგომი.
არქი კიკვიძის ბაღთან
საცხოვრებელი პროექტი „არქი კიკვიძის ბაღთან“ ნაძალადევის უბანში არქის პირველი მშენებლობაა. იდეალური ლოკაციით გამორჩეული პროექტი ახლოს არის კიკვიძის ბაღთან და ორ მეტროსადგურთან: გოცირიძე და დიდუბე. კიკვიძის ბაღი რეკრეაციული ტერიტორია, რომელიც სხვადასხვა ფუნქციურ და საინტერესო სივრცეებს აერთიანებს. ბაღთან სიახლოვე ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებელს საშუალებას აძლევს ამ სივრცეებთან წვდომა უპრობლემოდ ჰქონდეს.
არქი კოხტა ბაკურიანი
2020 წლიდან არქის საცხოვრებელი სახლები არა მხოლოდ თბილისსა თუ ბათუმში შეგხვდებათ, არამედ უკვე - ბაკურიანშიც. მსოფლიოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარე „არქი კოხტა ბაკურიანის" მშენებარე პროექტი საიმედო ინვესტიციას წარმოადგენს. რადგან ბაკურიანი 4-ვე სეზონზე მიმზიდველობას ინარჩუნებს და არც ტურისტები აკლია, აქ შეძენილი უძრავი ქონება სარფიან ინვესტიციად იქცევა და მას საიმედოსთან ერთად უსაფრთხოსაც ხდის. ეს პროცედურა უფრო მარტივი რომ იყოს, არქი ბაკურიანის ბინები რემონტითა და სრული ტექნიკით აღჭურვილი ბარდება.