რჩევები აივანზე დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად
#სხვა
იყო დრო, როცა აივანს მხოლოდ საწყობად იყენებდნენ. თუმცა, თუ უაივნო ბინაში გიცხოვიათ, აუცილებლად გექნებოდათ მისი დანაკლისი. დღესდღეობით ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ დასასვენებელი სივრცე აივანზე მოაწყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელაა თქვენი ბინის აივანი, სულ ცოტა შემოქმედებითი აზროვნებით და ჩვენი რჩევებით შეგიძლიათ, ნებისმიერი ზომის აივანი გადააქციოთ სასიამოვნო და კომფორტულ სივრცედ. აივანზე დასასვენებელი სივრცის მოწყობის გარდა შეგიძლიათ კრეატიული და ლამაზი გარემოს შექმნაც.
აივნის მოწყობა შეგიძლიათ ბინის საერთო ინტერიერის გათვალისწინებით: გააფორმეთ იმ დეტალებით, რომლებიც საერთო სტილს უპასუხებს. თუმცა, შეზღუდული ნამდვილად არ ხართ, თუ სრულიად განსხვავებული სტილის შექმნა გსურთ. აივნის გასალამაზებლად რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
გრძელი, ვიწრო აივნის მოწყობისას უნდა გამოიყენოთ აივნის ავეჯი, რომელიც კარგად მოერგება პროპორციებს. დასასვენებელი სავარძლის გამოყენება იდეალური ვარიატია და კომფორტისთვის რამდენიმე ბალიშიც დაამატეთ. სივრცის სიმცირის შემთხვევაში კარგი საშუალებაა ჩაშენებული კარადა ან თაროები, სადაც სხვადასხვა აქსესუარსა თუ მცენარეებს განათავსებთ. შედარებით ფართო აივანზე გამოიყენეთ მაგიდა და სკამები, ეს ყავისა თუ ჩაის დასალევ მყუდრო სივრცეს შექმნის, შეძლებთ წიგნების წაკითხვას, მუშაობას და სხვა აქტივობებისთვისაც გამოგადგებათ. თქვენი პატარა აივნის ასათვისებლად შეგიძლიათ შეარჩიოთ დასაკეცი ავეჯი, რადგან ყოველდღიურობაში ადგილს არ დაიკავებს და მხოლოდ საჭიროებისას გამოიყენებთ. ზოგადად, დასაკეცი ავეჯი ადგილის დაზოგვისთვის ზედგამოჭრილია.
თუ საღამოების აივანზე გატარებას გეგმავთ, აუცილებელია განათების დამონტაჟება. აივანზე კომფორტული სივრცის შესაქმნელად გაითვალისწინეთ:
1. განათების შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება როგორი გარემოს შექმნა გსურთ;
2. განათება არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი;
3. ბოჰემური სტილისთვის შეარჩიეთ ჩამოსაკიდი ნათურები;
4. ძალიან კომფორტულია დასადგამი სანათები, რომელიც ლამპიონის იმიტაციას ქმნის და ამასთან ერთად, ბინაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ;
5. თუ რომანტიკულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას სანთლის ფორმის სანათებს გირჩევთ;
6. არსებობს სპეციალურად აივნებისთვის შექმილი გარე განათების საშუალებები, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აივანი გადახურულია და მისი ცუდი ამინდისგან დაცვა შეგიძლიათ, არ ხართ შეზღუდულები განათების შერჩევისას;
თანამედროვე ინტერიერის დიზაინი მაქსიმალურად იძლევა შესაძლებლობას შესახედაობის და კომფორტის გაერთიანების, თუმცა, მაინც არის მომენტები, როცა რომელიმეს უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებთ. თუ შესახედაობაზე მეტად კომფორტს აქცევთ ყურადთებას, განსაკუთრებით ფართო არჩევანი გაქვთ.
ზემოთ ვახსენეთ ფარდები და ეს სწორედ ის აქსესუარია, რომელიც აივანი თუ ქუჩას გადაჰყურებს ამ შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს კომფორტს. პაწაწინა აივანიც იძენ ვერანდის ფუნქციას. საუკეთესო საშუალებაა მწველი მზისა თუ ქარიანი ამინდის თავიდან ასარიდებლად.
თბილი ამინდებისთვის იდეალურია ჰამაკი, რაც დასვენებისა და განტვირთვისთვის გამოგადგებათ. ასევე, ძალიან კარგი საშუალებაა აივანზე ხალიჩის გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა თქვენს აივანზე არ ეტევა სავარძელი ან მსგავსი ტიპის ავეჯი.
არქი ქარდით კი შეგიძლიათ პარტნიორ მაღაზიებში შეიძინოთ განათება, რომელიც აივანზე დაგჭირდებათ. ასევე, შეიძენთ ყველა ავეჯსა თუ აქსესუარს თქვენი აივნისთვისა და ბინისთვის. ავეჯის, განათებისა და აქესესუარების გარდა, არქი ქარდით შესაძლებელია ინტერიერის დიზაინერებისა და გამწვანების სერვისების ფასდაკლებით მიღება. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არიქში ბინის შეძენისთანავე ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა.