5 რჩევა თუ როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე
#ინტერიერი
ნაძვის ხის მორთვა ახალი წლის ჯადოსნური ნაწილია. ოჯახის წევრების ერთად შეკრება და ამ დიდებულ საქმეში ერთდროულად მონაწილეობის მიღება კი ჯადოსნურობის შეგრძნებას უფრო ამძაფრებს და იმის რწმენას გაძლევთ, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება.
ყველა საახალწლო ნაძვის ხე უნიკალურია. ზოგ ადამიანს გრანდიოზულად მორთული დიდი ნაძვის ხეები მოსწონს, ზოგსაც პატარა, მინიმალისტური ნაძვის ხე ურჩევნია, რომელიც მცირე ფართის ბინებში განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება. სწორედ, ამიტომ, ჩვენ 5 განსხვავებული სტილის მქონე მსოფლიოში ცნობილი ინტერიერის დიზაინერები მოვიძიეთ, რომელთა რჩევებიც ნაძვის ხის მორთვას გაგიმარტივებთ.
სტილის შერჩევა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ის დეკორაციები, გირლანდები თუ განათებები, რომლებიც თქვენს ნაძვის ხეს დაამშვენებს. როგორც ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, სტილის არჩევისას მთავარია ჩვენს გრძნობებს მივყვეთ და ის ავარჩიოთ, რაც გაგვაბედნიერებს. თანამედროვე და უნიკალური ნაძვის ხის შესაქმნელად დაბალანსებული ფერებისა და დამატებითი ტექსტურის გამოყენება იდეალური იდეაა. ასევე ხელოვნური ტირიფისა თუ გაღიავებული ტოტების დამატება ხეს განსაკუთრებულ იერს შესძენს.
ახალი წლის სიმბოლო ნაძვის ხესთან ერთად საახალწლო პატარა განათებებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ბავშვს აღვიძებენ და საუკეთესო განწყობაზე გვაყენებენ. ნაძვის ხისთვის განათების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორ დაკიდებთ მათ: ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად, დაბლიდან მაღლა თუ მაღლიდან დაბლა.
როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ნაძვის ხის განათებას ერთი ოქროს წესი აქვს - დარწმუნდით, რომ განათების ფერი არ გადაფარავს სხვა დეკორაციებს. დაიწყეთ ფერადი განათებით იმისთვის, რომ ნაძვის ხის მთავარი ფერი გამოყოთ. შემდეგ კი დეკორაციებზე გადადით და კონტრასტული ფერები თავისუფლად გამოიყენეთ. თუ დიდი ნაძვის ხე გიდგათ, LED ფორმის პატარა ნათურებს მრგვალი, დიდი ნათურები ამჯობინეთ. ისინი ნაძვის ხის სიდიდეს გაუსვამენ ხაზს და ბევრად ეფექტურად გაანათებენ.
ნაძვის ხისთვის ორნამენტების შერჩევა იდეალური ეტაპია იმისთვის, რომ ხეს თქვენი პერსონალური შტრიხები დაუმატოთ და ინდივიდუალურობა შესძინოთ. თქვენი გემოვნებით მორთული ნაძვის ხე ხომ უნიკალურია მთელ მსოფლიოში?
ინტერიერის დიზაინერების თქმით, თანამედროვე ტენდენციები ხელით შექმნილი ორნამენტებისკენ მიისწრაფიან. სხვადასხვა ფორმის მინის თუ ხელით მოხატული ორნამენტები ნაძვის ხეზე საპატიო ადგილს იკავებენ. ასევე გამოიყენეთ ოქროსფერი დეკორაციებიც, რომლებიც არა მხოლოდ ნაძვის ხეს დაამშვენებენ, არამედ მთელ ოთახშიც ელეგანტურ ატმოსფეროს შექმნიან.
ვარსკვლავი, ანგელოზი თუ ფერია - ნაძვის ხის თავზე ნებისმიერი ფორმის დეკორაცია შეგიძლიათ დაამაგროთ. უმეტესწილად, პოპულარულ ვარიანტად, ვარსკვლავი მიიჩნევა ხოლმე.
ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ნაძვის ხის „ქუდის“ არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის დიზაინი, ფერთა გამა და სიმაღლეც კი. შეიძლება ითქვას, რომ ვარსკლავი ხის ფოკალური წერტილია, რომელსაც ყურადღება პირველივე დანახვისას ექცევა. რაც შეეხება მასალას, პლასტმასთან შედარებით, უმჯობესია თუ ხის ან ხელნაკეთ ვარსკლავს ან ანგელოზს აარჩევთ.
ნაძვის ხეს ყველაზე მეტ ჯადოსნურობას მის ქვეშ დალაგებული საჩუქრები მატებს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვები რწმუნდებიან თოვლის ბაბუის არსებობაში, საჩუქრებს თქვენი ნაძვის ხის სტილის განსაზღვრაც შეუძლიათ.
ინტერიერის დიზაინერების თქმით, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრების დადებით, ნაძვის ხის მორთვის ჯადოსნური პროცესი სრულდება. საჩუქრები პრაქტიკულად შეგიძლიათ გამოიყენოთ და მათი დახმარებით ნაძვის ხის სადგამი დამალოთ. ასევე თუ საჩუქრების შეფუთვა თბილ ფერებში იქნება გადაწყვეტილი, ოთახის ინტერიერში მყუდრო და სასიამოვნო გარემოს მიიღებთ.
თუ თქვენ შეძენილი გაქვთ ბინა არქის დასრულებულ პროექტში, დაიწყეთ ნაძვის ხის მორთვაზე ფიქრი, არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი, დაიხმარეთ. მისი საშუალებით არქის პარტნიორ მაღაზიებში დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ.