არქი ქარდის პარტნიორ ორგანიზაციებს „გოგორა“ შემოუერთდა.
„გოგორა“ სოციალური საწარმოა, რომელიც საქართველოში უსაფრთხო და ეკომეგობრულ საბავშვო ავეჯსა და ინვენტარს ქმნის. მათი წარმოება კვლევაზეა დაფუძნებული და ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებს (EN71, EN62115) შეესაბამება.
„გოგორას“ პროდუქტები უსასრულო თამაშის პრინციპს ეფუძნება და ბავშვს შესაძლებლობას აძლევს, ითამაშოს საკუთარი წესებით, გამოიკვლიოს და განავითაროს შემოქმედებითი აზროვნება. ასე თამაში იქცევა განვითარების ბუნებრივ პროცესად.
არქი ქარდის მფლობელებისთვის „გოგორას“ პროდუქციაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.