0
არქი ვუდი დიღმის მასივში
თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4
არქი ვუდი დიღმის მასივში
თბილისი, დიღმის მასივი, კ. ჩაჩავას ქ. 4
საცხოვრებელი კომპლექსი გამწვანებულ უბანში
არქი ვუდი თბილისის ყველაზე გამწვანებულ უბანში - დიღმის მასივში მდებარეობს. პროექტი გამორჩეულია როგორც არქიტექტურით, ისე საუკეთესო ლოკაციით. არქი ვუდის ფასადი მოპირკეთებული იქნება ბელგიური Weinberger-ის აგურით. პროექტში ბინები ჩაბარდება პრემიუმ კარკასით, რაც გულისხმობს სრულ თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილების მონტაჟი და დაბალემისიური მინები, რომელიც 30%-ით ამცირებს თბოგამტარობას. ისევე როგორც არქის ყველა პროექტი, არქი ვუდიც უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. მშენებლობის პროცესში გამოიყენება გერმანული ბრენდის, Ytong-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბლოკი. 2013 წელს Ytong გერმანიის საუკუნის ბრენდად დასახელდა. ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით ამ ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა ახასიათებს. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს. შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. ამას გარდა, Ytong უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში.
0
ბინის არჩევა