0
არქი გლდანი 3
თბილისი, ხიზაბავრას ქ. 4
არქი გლდანი 3
თბილისი, ხიზაბავრას ქ. 4
შეუცვლელი სახლი გლდანში
არქი გლდანი 3 15-სართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც გლდანის ცენტრალურ ნაწილში, ხიზაბავრას ქუჩის N4-ში მდებარეობს. პროექტში გათვალისწინებულია 218 ბინა და 2-დონიანი ავტოსადგომი. ბინები არქი გლდანი 3-ში პრემიუმ კარკასით ჩაბარდება, რომელიც არქის ექსკლუზიური პროდუქტია და თეთრ კარკასზე დამატებით მოიცავს გათბობის მილებსა და დაბალემისიურ მინებს, რომლებიც 30%-ით ზოგავენ ენერგიის ხარჯს. ბინები გლდანში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენდება, რომელთაგანაც აღსანიშნავია გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. Ytong-ის ბლოკი დამზადებულია სრულიად ბუნებრივი მასალებით, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს ცხოვრებისთვის.
0
ბინის არჩევა