fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

20/01/2020
არქის სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა!

 

არქის სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიაზე არქის სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გვერგო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ქართველი სპორტსმენები თავდაუზოგავად შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელონ. ჩვენ კი ვცდილობთ თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი და ახალგაზრდა თაობის მოტივაციაში.“ - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

დაჯილდოების ყოველწლიურ ღონისძიებაზე წლის 6 საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ექვსივე გამარჯვებული არქელია. 2019 წელს ლუხუმ ჩხვიმიანს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა გობაძეს, ბექა ლომთაძესა და ნუგზარ წურწუმიას დეველოპერულმა კომპანია არქიმ საჩუქრად ბინები გადასცა, ლაშა ტალახაძე კი არქელების ოჯახს 2017 წელს შეუერთდა.

არქის სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა!
10/01/2020 არქიში საახალწლო აქცია გრძელედება!