fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

05/05/2018
გამწვანების აქცია არქი მუხიანში!

2018 წლის 5 მაისს არქი ჯგუფმა მორიგი გამწვანების აქცია მოაწყო არქი მუხიანის პროექტში. კომპლექსის ტერიტორიაზე დაირგო 150 ხის ნერგზე მეტი. აქციის მიზანი იყო თითოეულ არქელს თავისი წვლილი შეეტანა რეკრეაციული ზონის გამწვანებაში.

 

არქი ჯგუფში გამწვანების აქცია ერთგვარი ტრადიციაა. პროექტის დასრულებისას მაცხოვრებლები არქი ჯგუფის თანამშრომლებთან ერთად რგავენ თავიანთი სახელობის ხეს და ამით ამწვანებენ არა მარტო საკუთარ ეზოს, არამედ გარემოს.

 

კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გამწვანების საკითხს და ფაქტობრივად ყველა პროექტს აქვს რეკრეაციული ზონა.

 

არქი მუხიანის 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მუხიანის ცენტრალურ ნაწილში, II მიკრო რაიონში, ნონეშვილის ქუჩის მიმდებარედ, ულამაზესი სკვერის გვერდით მდებარეობს.  პროექტს 1000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა და მიწისქვეშა პარკინგი აქვს.

 

არქი ჯგუფი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე არქი ჯგუფს აქვს 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ. მიმდინარე მშენებლობა.

გამწვანების აქცია არქი მუხიანში!
01/06/2018 ბავშვთა დაცვის დღე არქი დიღომში 30/04/2018 არქი ჯგუფის ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული ათეულობით უცხოური ინვესტორი ეწვევა