fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვირეკე

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

13/03/2020
არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის

არქის დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, კომპანია გამოყოფს 30 000 ლარს კორონა ვირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად, რომელიც შესაბამის ფონდსა თუ ორგანიზაციაში გადაირიცხება.

„მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის მზად თანხები გაიღოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ბევრი კომპანია შემოგვიერთდება და ერთად შევძლებთ დავეხმაროთ ქვეყანას კორონა ვირუსის დროულად დამარცხებაში“ - აცხადებს ილია წულაია.

არქის განცხადებით, კომპანია ითვალისწინებს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას და გადადის დისტანციურ მუშაობაზე. არქიში შემუშავებულია სპეციალური პროცესები, რომლის მიხედვითაც არსებული მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ ყველა საკითხის გავლასა და შეთანხმებას სერვის მენეჯერებთან. რაც შეეხება ბინის შეძენის მსურველებს, მათთვისაც მარტივი პროცედურები შეიქმნა, რომლებიც საშუალებას აძლევს ყველა მსურველს დისტანციურად გაესაუბროს პერსონალურ მრჩეველს, გაეცნოს არქის პროექტებს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს ბინა. 

„ოფისში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და დაცული გვაქვს ყველა სანიტარული ნორმა, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ვარჩიეთ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რომ მოვახდინოთ დამატებითი პრევენცია. თანამშრომლების 80% იმუშავებს დისტანციურად, თუმცა ადგილზე ყოველდღიურად იქნება მორიგე პერსონალური მრჩეველი, რომელიც შეხვდება მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.

არქიში ხაზგასმით აცხადებენ, რომ აღნიშნული არ ეხება მშენებლობის პროცესს. ყველა მშენებლობაზე სრულად დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმები. პროცესი ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ყველა პროექტი დათქმულ ვადაში ჩაბარდება.

არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის
17/03/2020 არქის პროექტებში დეზინფექცია ჩატარდა 21/02/2020 დიდი ფასდაკლების დღე არქი ვარკეთილი 2-ში