fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

26/12/2019
არქიმ ჰალკს საჩუქრად ბინა გადასცა

26 დეკემბერს არქიმ ქართველ ჰალკს - მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და მას ბინა არქი ისნის პროექტში გადასცა.  საგინაშვილი მსოფლიოს 7-გზისა და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. სულ ცოტა ხნის წინ კი მკლავჭიდში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - „ტოპ 8“-ის, გამარჯვებული გახდა. არქი და არქელები მადლობას უხდის ჩემპიონს მოპოვებული გამარჯვებისთვის, მხარდაჭერის დასადასტურებლად კი მას არქი ისნის პროექტში ბინა გადაეცა.

სპორტის მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის არქიმ ბევრ ქართველი ჩემპიონს აჩუქა ბინა სხვადასხვა პროექტში: ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს, მსოფლიო ჩემპიონებს ჭიდაობაში - გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა, ლაშა გობაძესა და ლუხუმ ჩხვიმიანს. მათ რიცხვს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი, შემოუერთდა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

„გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ძლიერი და წარმატებული სპორტსმენი, როგორიც მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილია. სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნავად არქიმ ქართველ ჰალკს არქი ისნის პროექტში ბინა გადასცა. ეს არის ჩვენი საჩუქარი იმ შრომისა და ბრძოლის დასაფასებლად, რასაც ლევან საგინაშვილი საქართველოსთვის აკეთებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას,  ვუსურვო წინსვლა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა. არქი, თავის მხრივ, განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას,“- ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქის მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა, განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. 

არქიმ ჰალკს საჩუქრად ბინა გადასცა
10/01/2020 არქიში საახალწლო აქცია გრძელედება! 16/12/2019 ს.კ. სამტრედია უმაღლეს ლიგაში გადავიდა