Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდი

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, აირჩიოთ სასურველი ოფისი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

12/12/2022
ჯიფსი მხოლოდ არქელებისთვის

არქი აგრძელებს არქელებზე ზრუნვას და სპეციალურად თავისი დიდი ოჯახის წევრებისთვის 15 იანვარს სპორტის სასახლეში Manolo the Voice of the Gypsies კონცერტს გამართავს.

არქელების დიდი ოჯახი ამ ეტაპზე 25 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. არქელებზე ზრუნვა კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ საახალწლოდ არქიმ მაცხოვრებლებისთვის უპრეცედენტო ღონისძიების ჩატარება გადაწყვიტა.

„არქი მხოლოდ დეველოპერული კომპანია არ არის, ეს ერთი დიდი ოჯახია. ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაა. ხშირად ვმართავთ ღონისძიებებს, გვინდა არქელები ერთმანეთს გავაცნოთ და მათთან ერთად ბევრი პოზიტიური მოგონება დავაგროვოთ. სწორედ ამიტომ, საახალწლოდ გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სიურპრიზის მოწყობა და სპეციალურად არქელებისთვის ჩამოგვყავს Manolo the voice of the Gypsies, რომელიც ყველასთვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს.“ _ აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი  

კომპანიამ არქელებისთვის უკვე არაერთი ღონისძიება გამართა. მასშტაბურობით გამოირჩეოდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული სუხიშვილების კოცნერტი. ასევე, ივნისში მცხეთაში დათო გომართელისა და შვიდკაცას კონცერტი გაიმართა, ხოლო სექტემბერში კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ღონისძიებაზე არქელებისთვის ლელა წურწუმიამ და ბენდმა იმღერეს. არქი საახალწლოდ ყოველთვის ზრუნავს მაცხოვრებლების განწყობაზე, საზეიმოდ ირთვება ყველა კომპლექსის ეზო და ბევრი სხვადასხვა საახალწლო სიურპრიზი მზადდება თითოეული არქელისთვის. 

 

 

ჯიფსი მხოლოდ არქელებისთვის
02/12/2022 ახალი საცხოვრებელი სახლი არქი ისანი 2