fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

სიახლეები

25/09/2019
არქიმ ქართველ მსოფლიო ჩემპიონებს ბინები აჩუქა!

დღეს არქის ფილარმონიის ოფისში მსოფლიო ჩემპიონებს ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ და გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა „არქი ისანის“ კომპლექსის ბინები აჩუქეს.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარადგინეს. ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას. არქი განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ქართველ სპორტსმენებს და გვინდა ახალგაზრდა თაობას მოტივაცია მივცეთ, რომ სპორტით დაკავდნენ. სწორედ, ამიტომ, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული განსაკუთრებული შედეგის აღსანიშნავად ჩვენს მოჭიდავეებს კომპანია ბინებს „არქი ისანში“ გადასცემს“, - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

"ამ გამარჯვებების უკან დიდი შრომა დგას. მადლობა არქის, რომ ეს შრომა ასე კარგად დაგვიფასდა. ეს არა მხოლოდ ჩვენ გვაძლევს დიდ სტიმულს, არამედ მომავალ თაობასაც.  მომავალში ვეცდებით, რომ კიდევ ბევრი ოქროს მედალი მოვუტანოთ ჩვენს საქართველოსა და ჩვენს გულშემატკივრებს", - ამბობენ ქართველი მსოფლიო ჩემპიონები. 

არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთერთი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა და ქართული სპორტის მხარდაჭერაა.

არქიმ ქართველ მსოფლიო ჩემპიონებს ბინები აჩუქა!
04/10/2019 არქის საჩუქარი კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონს! 17/09/2019 არქი საფეხბურთო კლუბ სამტრედიის გენერალური სპონსორი გახდა