fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

12/06/2020 _ ინტერიერი

2020 წლის მთავარი ტენდენციები ინტერიერის დიზაინში

არქი თავის მაცხოვრებლებს ინოვაციურ პროდუქტს - პრემიუმ კარკასით შესრულებულ ბინებს სთავაზობს. კარკასის ეს სახეობა მინიმალურ რემონტს მოითხოვს, რაც მაცხოვრებელს დროს და ენერგიას უზოგავს. თავად რემონტის პროცესში და უკვე ინტერიერის დიზაინის დაგეგმვაში მთელი ოჯახის ჩართულობა ამ ამბავს უფრო მარტივს, სწრაფს და სახალისოს ხდის. ინტერიერის დიზაინი, როგორც სხვა ყველაფერი, ყოველწლიურად იცვლება. თანამედროვე დიზაინის შესაქმნელად კი აუცილებელია ახლებურ ტენდენციებს ვიცნობდეთ. 

 

2020 წლის ინტერიერის დიზაინის მთავარი ტრენდები ინდივიდუალურობასა და ბუნების დაცვის თემებს ეხება. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დიზაინერულ ტრენდად ბიოფილია ყალიბდება, რაც გულისხმობს ბუნებრივი პირდაპირი და არაპირდაპირი ელემენტების ერთობლიობას. მაგალითად, ბუნებრივი პირდაპირი ელემენტებია: მზის სინათლე, ოთახის მცენარეები, არაპირდაპირი კი არის: ბუნებრივი მასალები (ხე, ქვა) და ის ფერები, რომლებიც ბუნებაში გვხვდება. ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო მეტად მსჯელობს ბუნების დაცვაზე, კლიმატის ცვლილებებსა და მდგრადობაზე. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბიოფილური დიზაინიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

 

წლევანდელი დიზაინის მთავარი მასალებია ბუნებრივი ხე და ქვა. ბოლო წლებია, ხის მასალა ინტერიერში აქტიურად გამოიყენება. დიზაინერები კი ხშირად მასიური ავეჯის (ყავის მაგიდების, სკამების) თუ დეკორატიული ელემენტების (სარკის ჩარჩო, თაროები) შესაქმნელად გადამუშავებად ხეს იყენებენ.

 

2020 წლის ფერებში პიტნისფერი ლიდერობს. ნატურალურ მასალებს სწორედ თავისივე შესაბამისი ნეიტრალური ფერები სჭირდებათ. სამაგიეროდ, კონტრასტის შესაქმნელად, მკვეთრი ფერები აქსესუარებსა და ავეჯზე დაგჭირდებათ. ფერადი და ორიგინალური პატარ-პატარა დეტალები დადებით განწყობას ნამდვილად შეგიქმნით. კონტრასტი 2020 წლის მთავარი მახასიათებელია - იქნება ეს თანამედროვე სანათურებისა და ანტიკვარი ავეჯის შეხამება თუ ვინტაჟური აქსესუარებით სავსე ოთახში თანამედროვე ხელოვნების სურათის დაკიდება. მსგავსი კონტრასტით კი თქვენ ტრენდულ დიზაინს მიიღებთ.

 

ბინაში სივრცის დაზოგვა ისევ პოპულარულია. საკუთარ სახლში მარტივად გადაადგილება თუ საჭირო ნივთების სწრაფად პოვნა ცხოვრებას უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. ამ შედეგის მისაღწევად მულტიფუნქციური ავეჯი დაგეხმარებათ. მაგალითად, ერთ-ერთი მოდური ავეჯი მუხის მაგიდაა - მინიმალისტური საფარი, უნაკლო დიზაინი და პრაქტიკულობა თანამედროვე ტენდენციებს ზუსტად პასუხობს. ლამაზად და მინიმალისტურად მოწყობილ ბინაში მრგვალი მაგიდა აუცილებლად უნდა გქონდეთ. მის ქვეშ დაფენილი გეომეტრიულ ფიგურებიანი ხალიჩა კი არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.

 

რაც შეეხება ბინის გაფორმების იდეებს, ვინტაჟურ ყვავილებიანი შპალერი დროს ნამდვილად უძლებს. ცოცხალი და კონტრასტული ფერები ნებისმიერ დეკორის სტილს უხდება. რაც ყველაზე მთავარია ამგვარ შპალერს ბინაში ინდივიდუალური შტრიხების შემოტანა შეუძლია, რაც თქვენს პიროვნებას გაუსვამს ხაზს. 2020 წლის მთავარი ქსოვილის წოდება კი ხავერდს ერგო. რბილი და მდიდრული ვიზუალის ეს ქსოვილი სხვადასხვა განათებასა და გარემოში სხვადასხვაფრად გამოიყურება.

 

2020 წელი არქიში ბინის შეძენის მსურველებისთვის ბევრი აქციის მომტანი აღმოჩნდა. არქიმ მომხმარებლებს უამრავი უპრეცედენტო ფასდაკლება შესთავაზა, რამაც მომავალ არქელებს გაუმარტივათ ეყიდათ ბინები თბილისში. თუ თქვენ ერთ-ერთი ბედნიერი მათგანი ხართ და უძრავი ქონება არქის დასრულებულ პროექტში შეიძინეთ, ახალ ბინაში გადასვლა უკვე შეგიძლიათ. მის მოსაწყობად კი ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.