fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

01/05/2020 _ ინტერიერი

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სამზარეულო კომფორტული

სამზარეულოს ხშირად სახლის გულად მოიხსენიებენ. არ აქვს მნიშვნელობა ეთანხმებით, თუ არა ამ გავრცელებულ მოსაზრებას, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ბინაში ეს სივრცე ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოგონებების შექმნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ამ მოგონებებს კი გემრიელი ნამცხვრის და არომატული ყავის გემო მუდამ გასდევს. სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ჩვენ თავს ყველაზე კრეატიულებად ვგრძნობთ. ეს არის სივრცე, სადაც ვსწავლობთ, ვქმნით, აღმოვაჩენთ ახალ-ახალ გემრიელ რეცეპტებს და ოჯახის წევრებსაც ვუზიარებთ. იმისთვის, რომ სამზარეულოში თითოეულმა ჩვენგანმა თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ამაში სწორად შერჩეული გეგმარება და ინტერიერის დიზაინი დაგვეხმარება.

 

  • გეგმარება

 

გაზქურა, ნიჟარა და მაცივარი - ეს შესანიშნავი სამეული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ისინი ისე უნდა დადგათ, რომ ერთმანეთზე არ მიადგათ ან ზედმეტად არ დააშოროთ.აშუალოდ კი მათი დაცილების მანძილი საშუალოდ 60-დან 120 სანტიმეტრამდე უნდა იყოს. ამას თავისი მიზეზი აქვს: საჭმლის კეთების დროს არასწორად შერჩეული დაშორება ჩვენს ენერგიაზე, დროსა და განწყობაზე აისახება. სივრცის დაზოგვის მიზნით, განსაკუთრებით, სტუდიო ტიპის ბინებში, სამზარეულო კუნძულები გვხვდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვენტარი, რომელიც აერთიანებს საჭმლის მოსამზადებელ ზედაპირს, გაზქურას, ნიჟარას და შესაძლოა ღუმელსაც კი. ის ასევე თავისი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

 

  • სამზარეულოს კაბინეტი

 

სამზარეულოს კაბინეტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ზედა სათავსოები, იქნება ეს ღია თუ დახურული თაროები, მოსახმარად ძალიან პრაქტიკულია. თუ ისინი მინის მასალით იქნება დამზადებული, ეს დამატებითი ბენეფიტია. მინა სათავსოებს სიღრმეს სძენს, შესაბამისად, სამზარეულოც უფრო სივრცითი ჩანს. მინა ასევე შეგიძლიათ შეღებოთ ან რამე დაახატოთ. თუ ბავშვები გყავთ, ეს უკანასკნელი ვარიანტი, ზუსტად თქვენთვისაა. რაც შეეხება ქვედა სათავსოს, მას 3 მოძრავი უჯრა მაინც უნდა ჰქონდეს, უჯრები კი ზონებად უნდა იყოს დაყოფილი. ეს სამზარეულოში ფუსფუსის პროცესს ბევრად გაგიმარტივებთ, რადგან ნივთები ორგანიზებულად იქნება შენახული.

 

  • განათება

 

განათება ყველა ოთახში მნიშვნელოვანია, მაგრამ სამზარეულოში მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პირველ რიგში, საჭმლის მომზადებისას ბასრ ნივთებთან შეხება გვიწევს. ამიტომ განათება უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ხოლო თუ სტუდიო გეგმარების ბინაში ცხოვრობთ და მეგობრებიც ხშირად გსტუმრობენ, სწორად შერჩეული განათება სივრცეს სიმყუდროვითა და სითბოთი აავსებს. ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ მიზნის მისაღწევად ავეჯში განათების ჩაშენებაა. თაუ ეს ვერ ხერხდება, სასადილო მაგიდასთან დამონტაჟებული ბრა ან დასადგამი სანათი გამოიყენეთ. 

 

  • ფერთა გამა

 

სამზარეულოში განათებასთან ერთად სწორად შერჩეული ფერები ჩვენს განწყობაზე აისახება. ფერებს აქვთ იმის ძალა, რომ ოთახს ვიზუალური სივრცე მოუმატონ ან პირიქით. ამასთან ერთად, ისინი ჩვენს ხასიათზე ემოციურ შთაბეჭდილებასაც ახდენენ. რადგან სამზარეულო სითბოსთან, არაჩვეულებრივ გემოებთან და სუნებთან ასოცირდება, ფერთა გამაც თბილი ფერებით უნდა იყოს სავსე. საერთო ჯამში კი, ნეიტრალური და თბილი ფერების შეხამებით დახვეწილ დიზაინს მიიღებთ.ფერებს თავიანთი ფსიქოლოგია აქვთ. მაგალითად, სამზარეულოში ლურჯი ფერი ჭამის ნაკლებ სურვილს იწვევს, წითელი კი ამის საპირისპიროდ მოქმედებს, ყვითელი ფერი ინსპირაციულია, მწვანე კი - სარელაქსაციო. თეთრი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფერია, რომელსაც სამზარეულოს დიზაინში იყენებენ. თეთრი ფერი შეგიძლიათ ხის მატერიით გაახალისოთ.

 

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, სწორი გეგმარება სახლისა და მისი თითოეული ოთახის მყუდროებას განაპირობებს. არქი თქვენზე მორგებულ გეგმარებას გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ ან თავად შექმნათ ან ეს საქმე არქის გამოცდილ არქიტექტორებს მიანდოთ. სიმყუდროვეს გეგმარებასა და დიზაინთან ერთად 2 ინგრედიენტიც სჭირდება: სიყვარული და ბედნიერება. ყოველი დილა მთელი ოჯახი სამზარეულოში იკრიბება და სამსახურსა თუ სკოლებში მიიჩქარის, შუადღისით უგემრიელესი სადილი მზადდება, საღამოს კი მეგობრებთან ერთად ბევრი სასუსნავით დატვირთული ვბრუნდებით. ყოველი დღე, ეს თითოეული მომენტი, სიყვარულით და ბედნიერებით არის აღსავსე.