7 მცენარე, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა გქონდეთ
#ინტერიერი
#გამწვანება
ოთახის მცენარეები ბინას სიმყუდროვესა და სიფერადეს ანიჭებენ. მცენარეები ჩვენს სახლში განსაკუთრებულ გარემოს ქმნიან, წმენდენ ჰაერს და გამოყოფენ ჟანგბადს. თავად მცენარეები კი ჩვენ მიერ შექმნილ ატმოსფეროზე რეაგირებენ, ხშირი ყვავილობისთვის კი ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა გქონდეთ მცენარეები სახლში, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბინა თბილისში მდებარეობს. მაგრამ რამდენად სასურველია საძინებლის მცენარეებით გაფორმება? არსებობს მითები, რომელთა თანახმად, მცენარეების საძინებელში ყოფნა რეკომენდებული არაა, თუმცა როგორც ნასა კვლევებით გვიმტკიცებს, მცენარეები ღამით იმაზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფენ, ვიდრე ადამიანები ან ცხოველები. ჩვენი ბლოგით კი გაგაცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც საძინებელი ოთახისთვის არიან განკუთვნილი და ჰაერს არაჩვეულებრივად წმენდენ.
სანსევიერია ნასას ტოპ 10-ეულშია შესული, როგორც ჰაერის გამწმენდი ერთ-ერთი საუკეთესო მცენარე. არაპირდაპირი განათების პირობებში სანსევიერა საძინებელი ოთახისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ის იმ სახლის მცენარეთაგან უიშვიათესია, რომელიც ღამეც აგრძელებს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას. რაც შეეხება მორწყვას, ის კვირაში ერთხელ მორწყეთ ხოლმე.
საძინებელი ოთახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე გულის ფორმის ფოთლებიანი ფილოდენდრონია. ის იწოვს ისეთ მომწამვლელ ნივთიერებას, როგორიცაა, ფორმალდეჰიდი. გაითვალისწინეთ, რომ ჭამის შემთხვევაში ეს მცენარე ტოქსიკურია, ამიტომ ის ბავშვებისა და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას დადგით. უყვარს სინათლე. მორწყეთ კვირაში ერთხელ ხოლმე.
გაიცანით მცენარე, რომელიც ნასას სიაში პირველ ადგილს იკავებს. ძლიერი, ლამაზი მცენარე თავისი გარეგნობითა და ჰაერის გაწმენდის ეფექტური თვისებებით გამოირჩევა. ინგლისური სურო ჰაერს ტოქსინებისა და სოკოსგან წმენდს. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარემ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ის კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას, სჭირდება ზომიერი განათება და რეგულარული მორწყვა.
ობობა მცენარე ჰაერის არაჩვეულებრივი გამწმენდია. ის ისრუტავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორებიცაა, ნახშირორჟანგი, ფორმალდეჰიდები, ქსილოლი და სხვა. ობობას ზრდისთვის სინათლე სჭირდება. კარგი მოვლის შემთხვევაში ის მარტივად მრავლდება.
გარდენიას შედარებით უფრო მეტი მზრუნველობა სჭირდება, ვიდრე სხვა მცენარეებს. თუმცა შედეგის სანახავად ეს ნამდვილად ღირს. გარდენია ულამაზესად ყვავილობს და არაჩვეულებრივი სურნელით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ საძინებელი ოთახისთვის ეს მცენარე ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია. უყვარს არაპირდაპირი განათება. მორწყეთ კვირაში ერთხელ. რაც ყველაზე მთავარია, გარდენია ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ალოე ვერა ჰაერს ოთახში 24 საათის განმავლობაში წმენდს. ის ღამით ჟანგბადს გამოყოფს, რაც თქვენი ძილისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. ალოე ვერას მოვლა უმარტივესია. შეგიძლიათ მას წყალი 3 კვირის განმავლობაშიც კი არ დაუსხათ. „წვნიან“ მცენარეს სამედიცინო თვისებებიც აქვს. მაგალითად, ალოე ვერას მცენარის წვენი შველის დამწვრობასა და ნაკაწრებს. სჭირდება არაპირდაპირი განათება.
ულამაზესი კაუჩუკის ფიკუსი თავისი უხვი რაოდენობის ფოთლებით ტყის მცენარეს წააგავს. მას თავისუფლად შეგვიძლია ფილტრიც ვუწოდოთ, რომელიც მომწამვლელ ნივთიერებებს ფილტრავს. თუ საძინებელში ბევრი სინათლე არ გიყვართ და უპირატესობას სიბნელეს ანჭებთ, მაშინ ეს მცენარე სწორედ თქვენთვისაა. სინათლესთან ერთად მას მორწყვაც არ უყვარს.
როგორც ჩანს, არსებობენ საძინებელი ოთახის მცენარეები, რომლებიც ინტერიერის გალამაზებასთან ერთად ჰაერის გაწმენდის ფუნქციებითაც გამოირჩევიან. თუ ბინა არქიში გაქვთ შეძენილი, თქვენ არქი ქარდის მფლობელი იქნებით. ეს არის ლოიალურობის ბარათი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩვენს პარტნიორ გამწვანების კომპანიებში სხვადასხვა მცენარეები სპეციალური ფასდაკლებით შეიძინოთ.