fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
ქარ ENG РУС
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/05/2019 _ ინტერიერი

მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობები

ბინის შეძენის დროს პირველი რამ, რაც თავში გვიტრიალებს, მისი ღირებულება და შეძენის მოსახერხებელი პირობებია. არქიში ვზრუნავთ, რომ ჩვენი გადახდის მეთოდები თითოეულ მომხმარებელზე მაქსიმალურად იყოს მორგებული.

 

 

გრძელვადიანი ანუ საბანკო განვადების მაქსიმალური ვადა 12 წელია. გარდა ამისა, არქის მომხმარებელზე მორგებული შიდა განვადებაც აქვს. 

უძრავი ქონების ყიდვის დროს, ახალგაზრდა თუ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ბანკებთან ურთიერთობა საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. დამტკიცდება თუ არა იპოთეკური სესხი,  რამდენად მაღალი იქნება პროცენტი - თუ ახლანდელ გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებსაც გავითვალისწინებთ, ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში ბინის პოტენციურ მყიდველს აფერხებს. არქის ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ როდესაც ჩვენს კომპანიაში ბინის შეძენას გადაწყვეტთ, პირველადი შენატანის გადახდა არ მოგეთხოვებათ. ეს კი ნებისმიერი მომავალი მობინადრისთვის საოცნებო პირობაა. ასევე, თუ თქვენ არქის საცხოვრებელ კომპლექში ბინას პროექტის დასრულებამდე შეიძენთ, შიდა განვადებით ისარგებლებთ. რაც დაგჭირდებათ, მხოლოდ და მხოლოდ, სუფთა საკრედიტო ისტორია და პირადობის მოწმობაა.