fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

21/07/2020 _ ინტერიერი

მინიმალისტური ინტერიერი - ელეგანტურობისა და უბრალოების საოცარი ნაზავი

ლაკონურობა, სიმარტივე, ფუნქციურობა, მონოქრომული ფერები  - ეს მინიმალისტური დიზაინის დამახასიათებელი თვისებებია. მინიმალიზმი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია და ის უკვე ყველა სფეროში გვხვდება, იქნება ეს ინტერიერი, მოდა და თუ პოეზია. ჩვენი თემა კი შეეხება იმას, თუ როგორ მიაღწიოთ მინიმალიზმს თქვენი ბინის ინტერიერის დიზაინში. თუ რატომ თვლიან მინიმალიზმს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ტრენდულ სტილად, ამის პასუხი მის სიმარტივესა და სიმეტრიულობაში უნდა ვეძებოთ. ამ ორ მახასიათებელზე ჩვენი გონება პოზიტიურად რეაგირებს. ფუნქციურობა კიდევ ერთ-ერთ ფაქტორია, რაც მინიმალიზმს ახასიათებს: ყველა ნივთსა და დეკორატიულ ელემენტს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, შესაბამისად, დიდი, თავისუფალი სივრცე რჩება და ბინა ზედმეტი ნივთებით გადატვირთული არ არის. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალიზმი ბედნიერებას განაპირობებს.

 

მინიმალისტურ დიზაინში კედლები ბათქაშით, საღებავით, განიერი პრიალა ფილებით ან შპალერით არის დაფარული. თავად კედლის მასალა კი შეიძლება იყოს მინა, ბუნებრივი ქვა ან ბეტონი. ჭერი საერთო ინტერიერის დიზაინის წყობას არ უნდა არღვევდეს. ამიტომ ის უმჯობესია ღია, ნათელ ფერად შეღებოთ და ზედმეტად არ გადატვირთოთ. ინტერიერში მინიმალიზმის ლაკონურობას ყველაზე კარგად იატაკი ასახავს: ლამინატი, პარკეტი, ხალიჩა, რამდენიმე დონიანი იატაკი თუ კერამიკული გრანიტის ფილები - ეს მასალები მინიმალისტურ დიზაინში აქტიურად გამოიყენება.  

 

 

ინტერიერის ამ სტილზე გარკვეული სტერეოტიპებიც არსებობს. მონოქრომული ფერების გამო ბევრი ფიქრობს, რომ ოთახში ერთფეროვანი გარემო იქმნება. ერთი მხრივ, ეს მოსაზრება მართალია, რადგან მინიმალისტური დიზაინი ორ ძირითად ფერს მოიცავს - თეთრი და შავი. ინტერიერში არტული დეკორი და ორნამენტები არ გამოიყენება. მინიმალისტური სტილი ტექსტილის განხრითაც შეზღუდულია, მაგალითად, ფარდებს ჟალუზებით ანაცვლებენ ხოლმე. მაშინ რა ქმნის ამ დიზაინს ასე გამორჩეულს? მრავალფეროვნება პასტელურ ფერებსა და ხალიჩებს შემოაქვთ. ინტერიერის დიზაინში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი, მკვეთრი ფერები. აირჩიეთ ისეთი ტონები, როგორებიცაა, კრემისფერი, მონაცრისფრო-ყვითელი და მეწამულისფერიც კი.

 

რაც შეეხება ავეჯს, მინიმალისტური ავეჯი მულტიფუნქციურობას მოისაზრებს. ამ სტილის ინტერიერში მთავარი ხომ თავისუფალი სივრცის ქონაა. მისაღებ ოთახში წამყვანი ატრიბუტი დივანი და ყავის მაგიდაა. სათავსოდ კი ისეთი მოდულური კედლები გამოიყენება, რომლებიც დაფარულ უჯრებს მოიცავს. საძინებელ ოთახში მინიმალისტური დიზაინის შექმნისას სიმარტივე ყველაზე მთავარი პირობაა. ავეჯი გეომეტრიული ფორმების უნდა იყოს და ძალიან ცოტა დეკორატიულ ორნამენტს მოიცავდეს. საძინებლის ავეჯი დაფარული სათავსოებით უნდა იყოს აღჭურვილი: ჩაშენებული კარადები და სათავსოიანი საწოლები საუკეთესო ვარიანტია. სამზარეულოში მაგიდა მართკუთხა ან წრიული ფორმის უნდა იყოს. შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ხისგან, მეტალისგან ან ქვისგან. მინიმალისტურ სააბაზანო ოთახში ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა მინიმუმამდე არის დაყვანილი. მარტივი დიზაინი და სუფთა გეომეტრიული ხაზები სააბაზანო ოთახის მინიმალისტური დიზაინის მახასიათებელია.

 

 

მცირე ფართის დიზაინის ბინებისთვის ინტერიერის ეს სტილი სივრცის დაზოგვის მხრივ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. არქი ვარკეთილის პროექტში უძრავი ქონების შეძენა 35 კვადრატული მეტრიდან შეგიძლიათ. სწორედ ამ ზომის ბინების ინტერიერისთვის მინიმალისტური სტილი გამოიყენეთ და ელეგანტურობის და უბრალოების საოცარი ნაზავი შექმენით.