fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

21/04/2020 _ სხვა

რამდენიმე სასარგებლო რჩევა მცენარეების შესახებ

გაზაფხული უკვე დადგა და სახლის მცენარეებიც ყვავილობას იწყებენ. თუ მცენარეების დიდი მოყვარული ხართ და ისინი თქვენს ბინასა თუ აივანზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ, სახლში ყოფნის პერიოდი სწორედ მათ ზრუნვას შეგიძლიათ დაუთმოთ. რადგან ახლა შედარებით მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, მცენარეების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეისწავლეთ. მაგალითად, რომელ მათგანს სჭირდება უფრო მეტი წყალი ან მზე და პირიქით. ლამაზ მცენარეებთან ერთად შეგიძლიათ საკვებად გამოსადეგარი მცენარეების თესლიც დარგოთ.

 

მცენარეების მოვლა არაჩვეულებრივი საშუალებაა სახლში ყოფნის პერიოდი პროდუქტიულად გამოიყენოთ. ამასთან ერთად ამ აქტივობას თერაპიული ეფექტიც აქვს, ხოლო ბავშვებთან ერთად მცენარეების მოვლა მათ გასახალისებლად და ბიოლოგიაში გაკვეთილების ჩასატარებლად მშვენიერი ვარიანტია.

 

  • სწრაფად მზარდი საკვებად გამოსადეგარი მცენარეები

 

არსებობენ გარკვეული მცენარეები, რომლებიც შეგიძლიათ საჭმელად გამოიყენოთ. ამასთან ერთად, ისინი ისე სწრაფად იზრდებიან, რომ 2-3 კვირაში უკვე მოსავალს მოგცემენ. მაგალითისთვის ავიღოთ მიკრომწვანილი. ეს არის მცირე ზომის მცენარე, რომელიც აღმოცენების პერიოდში 20-40-ჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ზრდასრული მწვანილი. მიკრომწვანილს იყენებენ გარნირად, სალათებისა თუ სენდვიჩებისთვის გემოს მისანიჭებლად. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მოსავალს მალევე მოგცემთ. ასევე სწრაფად მზარდი მცენარეებია ერუგულა და ისპანახი. სულ რაღაც 3-4 კვირაში ისინი ისე იზრდებიან, რომ შეგიძლიათ საჭმელად თავისუფლად გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ მათ უყვართ თბილი და მზიანი ადგილი. პიტნა, რომელიც სამკურნალო მცენარედ ითვლება, სახლის პირობებში 2 კვირაში იზრდება. მას თბილი და მზიანი ადგილი შეურჩიეთ და მორწყვისას, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი წყალი არ მოგივიდეთ.

 

  • სახლის მცენარეები

 

რა სჯობს იმ გრძნობას, როცა ჩვენ მიერ დარგული ულამაზესი და ფერადი მცენარე სულ რაღაც ერთ თვეში იზრდება და სახლში მყუდრო და მწვანე გარემოს ქმნის?! ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარე ობობა მცენარეა. მისი ძირითადი ადგილსამყოფელი აბაზანაა და დიდად მზე არ უყვარს, ამიტომ არაპირდაპირი განათების ქვეშ უნდა ამყოფოათ. თუ მინიმალიზმის მოყვარული ხართ, ეს მცენარე ზუსტად თქვენთვისაა. სწრაფად მზარდია სუბტროპიკული ფიკუსიც. მისთვის მთავარია სითბო, სივრცე და საკმარისი სინათლე.  ფიკუსის ულამაზესი ფერები და ფორმები თქვენს ბინას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის. ფილოდენდრონი გადა იმისა, რომ სწრაფად იზრდება ერთად მარტივად მოსავლელი მცენარეცაა. სწორედ ამ ორი თვისებითაა ის ცნობილი, გარდა ამისა, მცენარეს სასარგებლო თვისებაა ჰაერის გაფილტვრა. თავს კომფორტულად საძინებელში გრძნობს.



სწრაფად მზარდი სახლის მცენარეები და მათზე ზრუნვა სახლში ყოფნის პერიოდს გაგილამაზებთ და ახალ უნარებსაც შეგძენთ. ცოტა ხანში კიი თქვენი ბინა ულამაზესი და საჭირო მცენარეებით დამშვენდება და ხალისით აგავსებთ.