fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

14/04/2020 _ სხვა

როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები მანქანით მგზავრობისას?

კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ხელების დაბანა და თვითიზოლაციაა. გადაუდებელი მიზეზების გამო ზოგჯერ სახლიდან გამოსვლა და მანქანით გადაადგილება გვიწევს. უსაფრთხოების წესების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭირო და მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა შედარებით მეტი დრო გვაქვს, შეგვიძლია ჩვენს მანქანასაც უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ და მის სისუფთავეზე ვიზრუნოთ.

 

  • რა უნდა გავწმინდოთ მანქანის ინტერიერში?

 

მანქანის ინტერიერის დეზინფექცია აუცილებელია, განსაკუთრებით, მაშინ, თუ მარტო არ მგზავრობთ. გაწმინდეთ სახელურები, ხელის მუხრუჭი, აუდიოსისტემა, ფანჯრებისა და კარის ჩარჩო, სავარძლები და იდაყვის დასადები ადგილი. სადეზინფექციო საშუალებად გამოიყენეთ ის საწმენდი ხსნარები, რომლებსაც სახლში იყენებთ. ასევე ეფექტურია 17%-იანი სპირტის გამოყენებაც და მისი დახმარებით სალონის გაწმენდა. სპირტი ტყავს ზოგადად არ აზიანებს, მაგრამ მისი გადაჭარბებული გამოყენება ნებისმიერ მატერიას აუფერულებს. ამიტომ სავარძლებსა და სხვა მატერიებს ძლიერად ნუ გახეხავთ და გადაწმენდთ. მანქანის სალონის სადეზინფექციოდ არ გამოიყენოთ მათეთრებელი ან წყალბადის ზეჟანგი. ორივე ქიმიკატი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის ბაქტერიებს გაანადგურებს, მაგრამ სალონსაც დააზიანებს.

 

მანქანის სალონში ნუ მოათავსებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარის დიდ ბოთლს. სიმხურვალის გამო სპირტი აორთქლებას დაიწყებს და შეიძლება მანქანა დაგესვაროთ. ამის გაწმენდა კი ცალკე დროსა და ენერგიას მოითხოვს.

 

  • რა უნდა გავწმინდოთ მანქანის ექსტერიერში?

 

კარის სახელურები, კარის ჩარჩოები და საბარგულის სახელური - მანქანის ამ ნაწილებს ყველაზე ხშირად ვეხებით ხოლმე, სწორედ, ამიტომ მათი დეზინფიცირება აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, ზედაპირის გაწმენდისას ის სადეზინფექციო ხსნარები არ გამოიყენოთ, რომლებიც ამონიუმს შეიცავს. ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ მიკრობოჭკოვანი ქსოვილები. ეს ქსოვილი აფიქსირებს და აშორებს ჭუჭყსა და მტვერს ისე, რომ ნაკაწრებს არ ტოვებს.

 

  • დაიცავით ჰიგიენა ბენზინგასამართ სადგურებზე

 

ავზის ავსების დროს, ბენზინგასამართ სადგურებზე, უმჯობესია რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინოთ. სხვა ადამიანებთან ეცადეთ საჭირო - 1.5-მეტრიანი დისტანცია დაიჭიროთ. თუ შესაძლებელია, ისარგებლეთ თვითმომსახურე სადგურით, საწვავის ჩასხმის შემდეგ კი აუცილებლად დაიბანეთ ხელები ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარი. იდეალურია, თუ თანხას პლასტიკური ბარათით გადაიხდით, რათა კიდევ უფრო შეამციროთ კონტაქტი და დაიცვათ თქვენი და სხვების ჯანმრთელობა.

 

თუ თქვენ ბინა არქიში გაქვთ შეძენილი, სახლში დაბრუნებისას, მანქანა შეგიძლიათ ყოველი პროექტისთვის გამოყოფილ ავტოსადგომში დააყენოთ. სახლში ასვლისას კი ხელები აუცილებლად დაიბანოთ. შეგახსენებთ, რომ არქი ყველა პროექტის სადარბაზოებსა და ლიფტებს დეზინფექციას რეგულარულად უტარებს.