fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვირეკე

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

22/05/2020 _ ინტერიერი

იატაკის საფარის ტიპები - რომელია უმჯობესი?

არქიში ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი არქის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც მაცხოვრებლებს ბინაში გადასვლის პროცესს უმარტივებს. კარკასის ეს ტიპი რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს აერთიანებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი მოჭიმული პირველადი იატაკია, რომელიც თავისი უნივერსალურობითა და  ხარისხით გამოირჩევა. არქის ბინაში გადასვლისას, თქვენ მხოლოდ იატაკის საფარის არჩევა მოგიწევთ, დანარჩენი კი გამზადებული დაგხვდებათ.

 

სწორად შერჩეული იატაკის საფარი მთლიანად ინტერიერის ჰარმონიულობას განაპირობებს. გაეცანით, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვთ ამა თუ იმ მასალას.

 

  • პარკეტი

 

ნატურალური და ეკომეგობრული პარკეტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი პროდუქტია.

 

  • მისი უპირატესობებია: გამოირჩევა გარეგნული მახასიათებლებით და უნიკალური ტექსტურით. ხის პარკეტი სახლში ინარჩუნებს სითბოს და საკმაოდ გამძლეა. თუ ხარისხიან მასალას შეარჩევთ და სწორად დააგებთ, პარკეტმა შეიძლება ნახევარი საუკუნეც კი გაძლოს.

 

  • მისი ნაკლოვანებებია: ხის პარკეტს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ასევე მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. ზედაპირს პერიოდულად სჭირდება გალაქვა და გაპრიალება.

 

  • ლამინატი

 

იატაკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფარი პრაქტიკული და შედარებით დაბალფასიანი ლამინატია.

 

  • მისი უპირატესობებია: ეკოლოგიური თვისებების მქონე ლამინატი მდგრადია ხანძრის მიმართ. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია, რადგან მასალა არ იძლევა ზედაპირზე ბაქტერიების დაგროვება-გამრავლების საშუალებას.

 

  • მისი ნაკლოვანებებია: ლამინატი მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. თუ ის არასწორად დაამონტაჟეს, ხშირია ამობურცული ზედაპირი და ამის შედეგად გამოწვეული ხმები.

 

  • ლინოლეუმი

 

სადა, პრაქტიკული და დაბალფასიანი - ასეთი დახასიათება აქვს ლინოლეუმის საფარს.

 

  • მისი უპირატესობებია: ლინოლეუმი ძალიან კომფორტული და კარგი სახმარია. ის კარგად იტანს წყალს და არ უშინდება მაღალ ტემპერატურას. ლინოლეუმის დაგება მარტივია, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მისი გამოსწორება ზედმეტ სირთულეს არ წარმოადგენს.

 

  • მისი ნაკლოვანებებია: ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას და ხშირად ფუჭდება. ასევე მძიმე ავეჯის და ცხელი ნივთების კვალი მარტივად რჩება.

 

  • პოლიმერული თხევადი იატაკი

 

უნიკალური ტიპის იატაკის საფარი იდეალურად პრიალა და ბზინვარე ზედაპირს ქმნის.

 

  • მისი უპირატესობებია: პოლიმერული იატაკი მდგრადია ტენის, ტემპერატურის ცვლილებების, წყლისა და ცხიმოვანი ლაქების მიმართ. გააჩნია სანიტარული და ჰიგიენური თვისებები. თხევადი საფარი იძლევა საშუალებას იატაკზე 3D პატერნი დაიტანოთ.

 

  • მისი ნაკლოვანებებია: პოლიმერული იატაკი უმჯობესია ისეთ ოთახებში დაიგოს, სადაც მზის სხივები რეგულარულად არ აღწევს. ულტრაიისფერი სხივები მისი ზედაპირის გაყვითლებას იწვევენ. ასევე მძიმე ობიექტების დავარდნის შემთხვევაში იატაკი შესაძლოა დაიბზაროს.

 

  • ფილები

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იატაკის საფარი ფილაა, რომელიც მისაღები ფასითაც გამოირჩევა.

 

  • მისი უპირატესობებია: მდგრადია სინესტისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია.

 

  • მისი ნაკლოვანებებია: ფილა ზამთარში სითბოს ვერ ინარჩუნებს და მარტივად ცივდება ხოლმე. ზედაპირის გაწმენდის შემდეგ ის სრიალა ხდება. უმჯობესია, სანამ იატაკი მთლიანად არ გაშრება, მასზე არ იაროთ.

 

იატაკის საფარის შერჩევისას თქვენს პრიორიტეტებზე იფიქრეთ. როგორი უნდა იყოს ის - დაბალფასიანი, მარტივად მოსავლელი თუ ესთეტიკურად ლამაზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში იატაკის საფარის შერჩევა უფრო გაგიმარტივდებათ.