fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

23/03/2020 _ სხვა

16 რამ, რაც კორონავირუსის დროს სახლში ყოფნას გაგვიადვილებს

 კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გვირჩევენ, რომ უმჯობესია სახლში დავრჩეთ. მიუხედავად იმისა, რ ნომ ეს ამბავი შეიძლება ბევრისთვის არცთუ ისე მიმზიდველად ჟღერდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობისთვის კეთდება. სწორედ იმიტომ, რომ თვითიზოლაციის პროცესი სახალისო და შემეცნებითი გახადოთ, 16 აქტივობას შემოგთავაზებთ.

 

  1. ფაზლების აწყობა

 

 

 

ფაზლების აწყობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მეხსიერების სავარჯიშოდ, სტრესის დონის შესამცირებლად, გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად და IQ-ს ასამაღლებლად. დაიხმარეთ ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, ბავშვები და ერთად ააწყვეთ სხვადასხვა სირთულის ფაზლი. ეს ერთმანეთთან უფრო დაგაახლოებთ.

 

  1. ონლაინ კურსების გავლა

 

თვითიზოლაციის პერიოდი შეგიძლიათ საგანმანათლებლო შემეცნებით დღეებად გადააქციოთ. კურსები ამის არაჩვეულებრივი საშუალებაა. მიიღეთ სხვადასხვა პროფესიის საბაზისო ცოდნა ან გაიუმჯობესეთ თქვენი საკუთარი.

 

  1. ახალი ენის სწავლა

 

გიოცნებიათ ახალი ენის შესწავლაზე, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო არ გქონიათ? სწორედ ახლა ამ ოცნებების ასრულების დროა! დაიხმარეთ სხვადასხვა აპლიკაცია და დაეუფლეთ ახალ ენას.

 

  1. მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა

 

თუ სახლში რამე მუსიკალური ინსტრუმენტი გაქვთ, დაკვრა კი არ იცით, სწავლისთვის მშვენიერი დრო გაქვთ. ასწავლეთ თქვენს შვილებსაც. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში, როგორებიცაა: მოთმინება, პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა.

 

  1. სიმღერების სიის განახლება

 

თუ უკვე დიდი ხანია გსურთ შეცვალოთ თქვენი ფლეილისთი, ამისთვის კი დრო არ გრჩებოდათ, ახლა მშვიდად შეგიძლიათ დაძებნოთ სხვადასხვა ჟანრის სიმღერები და განაახლოთ სიმღერების სია.

 

  1. მუზეუმების ვირტუალურად დათვალიერება

 

თანამედროვე სამყაროში ბინიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმები. მოძებნეთ სახლში ყველაზე კომფორტული ადგილი, ამოირჩიეთ ის მუზეუმი, სადაც წასვლაზე გიოცნებიათ, მოიძიეთ ინტერნეტში და ვირტუალური ტური მოიწყეთ.

 

 7. ფილმების ყურება

 

 

ბევრ ჩვენგანს ალბათ სანახავი ფილმების სია აქვს შექმნილი, რომელიც დაახლოებით ათეულობით ფილმსაც კი ითვლის. სწორედ თვითიზოლაცია/კარანტინის დროს შეგიძლიათ თქვენს სიას გადახედოთ და ბევრი მათგანის ყურებაც მოასწროთ. ამ ამბის საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ ფილმებს თერაპიული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ. თემატური ფილმების შერჩევა კი დამშვიდებაში, სტრესის მოხსნასა და მოტივაციის გაზრდაშიც კი დაგეხმარებათ. 

 

8. წიგნების კითხვა

 

სახლში ყოფნის ერთ-ერთი უპირატესობა წიგნების კითხვაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ რამდენიმე დღე სულ სხვა სამყაროში გადაეშვათ და საყვარელი პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვროთ. ამასთან ერთად, წიგნების კითხვა გაზრდის თქვენს ცნობიერებას, შეგიმცირებთ სტრესსა და გაგიუმჯობესებთ კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას.

 

  1. თავად დაწერეთ რამე

 

 

 

მრავალი მწერლის ბიოგრაფიაში იპოვით ისეთ დეტალს, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო სახლში ყოფნა უწევდათ და თავს წერით ირთობდნენ, საბოლოოდ კი მსოფლიო დონის შედევრებს ქმნიდნენ. ჩართეთ ფანტაზია, გამოიგონეთ რამე ამბავი და გადაიტანეთ ფურცელზე. თუ სახლში ბავშვებიც გყავთ, ეს ერთ-ერთი შესანიშნავი გზა იქნება გართობასთან ერთად, წარმოსახვაშიც ავარჯიშოთ. ვინ იცის, იქნებ თქვენი ან თქვენი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი მომავალში ბესტსელერიც კი გახდეს? ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ ბლოგის წერაც.

 

  1. კულინარია

 

 

 შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი კულინარიული წიგნი გადაშალოთ და შინაგანი შეფი გააღვიძოთ. უგემრიელესი კერძებით ოჯახის სხვა წევრებსაც მოიზიდავთ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ იმუნიტეტის ასამაღლებელი რეცეპტები, რაც ჯანმრთელობის  გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

 

  1. ხატვა

 

 

არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი მხატვარი ხართ თუ არა, დახატეთ ნებისმიერი სახის ფორმები, საგნები თუ ნივთები. ხატვას ყველა ასაკის ადამიანისთვის თავისი ბენეფიტები აქვს, ბავშვებს შემოქმედებითი უნარი უვითარდებათ, მოზრდილებს სტრესი უმცირდებათ, ხოლო ხანდაზმულებს მოწყენილობის დაძლევაში ეხმარება.

 

  1. იოგა, ვარჯიში, მედიტაცია

 

 

მრავალი გადადებული ორშაბათისა და შემდეგი კვირის მერე, ეს პერიოდი არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ უკვე ჯანსაღად კვება და ვარჯიში დაიწყოთ. დრო უამრავი გაქვთ, რაც ხელს შეგიწყობთ ივარჯიშოთ და თავად მოამზადოთ ჯანსაღი საჭმელი. დაკავდით იოგით ან მედიტაციით. ეს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს და სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.

 

  1. იძინეთ სრულფასოვნად

 

ძილისთვის აუცილებელი დრო 8 საათია. ცხოვრების სწრაფი ტემპისა და გადატვირთული გრაფიკის გამო ძილის განრიგი ხშირად ირღვევა. რადგანაც ახლა დისტანციურად გიწევთ მუშაობა, შეგიძლიათ ის გზა, რაც სახლიდან სამსახურამდე უნდა გქონოდათ, ძილში გაატაროთ.

 

  1. ეთამაშეთ ოთხფეხა მეგობრებს

 

ჩვენი სახლში ყოფნა, ალბათ, ყველაზე მეტად ისევ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს უხარიათ. თვითიზოლაციის პერიოდი მათზეც მოქმედებს და ფიზიკურად ისე ვეღარ დაიტვირთებიან, როგორც მანამდე.  ამიტომ ახლა კარგი დროა, ავარჯიშეთ სახლში და სხვადასხვა ბრძანების შესრულება ასწავლეთ.

 

  1. გაერთეთ ბავშვებთან ერთად

 

ბავშვებთან გატარებული დრო დაკარგულად არასოდეს ჩაითვლება. ერთად მოიფიქრეთ სხვადასხვა თამაში, იმღერეთ ბევრი, დადგით სასცენო წარმოდგენები, მოაწყვეთ სახლში მოდების ჩვენება, დააკვირდით მცენარეების ზრდას, იკითხეთ და იცინეთ ბევრი. ეს დაგეხმარებათ ენდორფინების რაოდენობის გაზრდასა და სტრესის შემცირებაში.

 

  1. ბინის ინტერიერის შეცვლა

 

რადგანაც უამრავი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ერთფეროვნებას გაექცეთ და სახლი რადიკალურად შეცვალოთ: გადაადგილოთ ავეჯი, შეცვალოთ სურათებისა თუ სხვადასხვა დეკორის ადგილი. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრიც და ერთად შეუდექით ცვლილებების განხორციელებას.

 

შეგახსენებთ, რომ არქი ითვალისწინებს რეკომენდაციებს, ამიტომ ვამკაცრებთ ჰიგიენის ნორმებს დასუფთავება/დეზინფექციის მიმართულებით. არქის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები და ლიფტები ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით დამუშავდება.