Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

22/03/2021 _ ინტერიერი

როგორ გამოვიყენოთ ატმისფერი სხვადასხვა ოთახის დიზაინში?

ატმისფერი ის გაზაფხულის ფერია, რომელიც თქვენში სასიამოვნო და პოზიტიურ ემოციებს იწვევს. ამ ფერს იმდენად საზეიმო და დადებითი მუხტი მოაქვს, რომ მას ხშირად ინტერიერის დიზაინში გამოიყენებენ ხოლმე. ატმისფერი ყვითლისა და ვარდისფერის კომბინაციაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს ფერი ფორთოხლისფერის ერთ-ერთი განშტოებაა. როდესაც ის ფორთოხლისფერის სიყვითლეში გადადის, ატმისფერი იმდენად დადებით ატმოსფეროს ქმნის, რომ ადამიანები მსგავს გარემოში თავს ბედნიერად და მხიარულად გრძნობენ. ფსიქოლოგების აზრით, ინტერიერში ამ ფერის დამატებით, თქვენ სასიამოვნო ენერგიით დაიმუხტებით, თავად სახლს კი სიმყუდროვეს შესძენთ.

 

ატმისფერი სხვადასხვა ოთახში

 

 

საძინებელი ოთახი

 

როგორც აღვნიშნეთ, ატმისფერი ფემინურობასთან, სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ინტერიერის დიზაინში კი, თითქმის ყველა ფერის ტონს ესაბამება. ყველაზე მეტად ეს შეგრძნებები საძინებელ ოთახში გვჭირდება ხოლმე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ატმისფერს ხშირად სწორედ ამ ოთახში იყენებენ. მისი ნაზი ტონები ოთახს სიმყუდროვეს სძენს, შედარებით მკვეთრი ტონები კი უფრო ექსტრავაგანტულ გარემოს ქმნის.

 

საძინებელ ოთახში გაითვალისწინეთ თეთრი და ბეჟისფერიც. ეს ორივე ფერი ატმისფერთან კომბინაციაში სიმყუდროვესა და სითბოს შემქმნელია, რაც ჩვენი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

სამზარეულო

 

 

ატმისფერში გადაწყვეტილი სამზარეულო მადისაღმძვრელ სივრცეს ქმნის, სადაც საჭმელს უფრო გემრიელად მიირთმევთ. ასევე თუ თქვენი სამზარეულო მცირე ფართისაა, ატმისფერი დაგეხმარებათ, ის ვიზუალურად გაზარდოთ. ეს ფერი იდეალურად ესაბამება ნებისმიერ მასალას, იქნება ეს ხე, პლასტმასი, მინა და სხვა. 

 

მისაღები ოთახი

 

 

ატმისფერის ფემინური ჩრდილები მისაღებ ოთახს მყუდრო და თბილ ადგილად გარდაქმნის. თუ რომელ ფერს შეუსაბამებთ მას, ეს იმ სტილზეა დამოკიდებული, რომლის შექმნაც გსურთ: თანამედროვე მინიმალისტური შტრიხებით თუ ეკლექტური - რომანტიკული და მყუდრო ატმოსფეროთი. მაგალითად, თანამედროვე, მინიმალისტური სტილის შექმნა ატმისფერისა და ოქროსფერი/ვერცხლისფერის ნაზავით შეგიძლიათ. თუ გსურთ, რომ მისაღებ ოთახში უფრო რომანტიკული, ვინტაჟური ატმოსფერო იყოს, ატმისფერს თეთრი და კრემისფერი დაუმატეთ. 

 

სააბაზანო ოთახი

 

თქვენი სააბაზანო ოთახი ბუნებრივად და მყუდროდ რომ გამოიყურებოდეს, აირჩიეთ ატმისფერი. მისი ნეიტრალური ტონები სწორედ იმ ატმოსფეროს შექმნის, სადაც დამღლელი დღის შემდეგ შხაპის მიღება ყველაზე მეტად დაგამშვიდებთ და დაღლილობას მოგიხსნით. 

 

როგორც აღვნიშნეთ, ატმისფერს უნარი აქვს მცირე სივრცე ვიზუალურად გაზარდოს. ამიტომ, ატმისფერი სააბაზანო ოთახი უფრო დიდი და ნათელი ჩანს.